
Do IT in Georgia-ს მე-4 ნაკადის რეგისტრაცია იწყება
პროექტ Do IT in Georgia-ს მე-4 ნაკადის ფარგლებში, ცხადდება მიღება შემდეგ ტექ-მიმართულებებზე:
- ციფრული პროდუქტების ტესტირება
- UI/UX დიზაინი
- გრაფიკული დიზაინი
- IT პროექტების მართვა
პროექტი მიზნად ისახავს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, შექმნას მიმზიდველი გარემო ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის და გაზარდოს ქვეყნის რეგიონული პოტენციალი.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია შეეძლებათ მიმდინარე წლის 9 მარტიდან, ხოლო შერჩევის ეტაპების სრულფასოვნად გავლის შემდგომ, უშუალოდ კურსების ადმინისტრირება დაიწყება აპრილის მეორე ნახევრიდან.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.


