Back
ზვიად-გაბისონია-(1)

ზვიად გაბისონია

სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია.

ხელმძღვანელობს სადოქტორო პროგრამას „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“.
მას აქვს აკადემიურ და საჯარო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილება. სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა GTZ , DAAD და სხვა.
გარდა ამისა, არის არაერთი გაცვლითი პროგრამისა მონაწილე და სტიპენდიატი, ექსპერტი ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებში, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი და სხვა.
ზვიად გაბისონიას კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ტექნოლოგიების სამართალი, ბიზნეს სამართალი, საბანკო სამართალი და საერთაშორისო კერძო სამართალი. ამ მიმართულებებით გამოცემული აქვს 7 მონოგრაფია და არის 40-მდე პუბლიკაციის ავტორი, ასევე მომზადებული აქვს სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის. მონაწილეობა აქვს მიღებული 21 სამეცნიერო კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე დასავლეთის წამყვან კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში.

ფლობს ქართულ(მშობლიური), ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.