Back
ნინა-იანკოვსკაია

ნინა იანკოვსკაია

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ნინა იანკოვსკაია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს Henley Business School-ში, University of Reading-ში.

ნინა იანკოვსკაიას აქვს მარკეტინგის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2024 წლიდან არის სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი. მანამდე ამავე კომპანიაში მუშაობდა მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსის პოზიციებზე. სხვადასხვა პერიოდში ასევე მუშაობდა მარკეტინგის ხელმძღვანელის, მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციებზე.

BTU-ში ასწავლის სტრატეგიულ მარკეტინგს. სხვადასხვა პერიოდში ასევე უძღვებოდა პროდუქტის მენეჯმენტის, მარკეტინგის საფუძვლებისა და მარკეტინგის მენეჯმენტის სასწავლო კურსებს და იყო სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი.

2024 წელს მონაწილეობდა Erasmus-ის გაცვლით პროგრამაში სლოვაკეთში. გავლილი აქვს პოზიტიური ლიდერობის, პერსონალური განვითარებისა და ლიდერობის, ასევე კრიზისების მართვის პროგრამები.

სხვა პერსონალი