Back
გიორგი მანდარია

გიორგი მანდარია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მეცნიერებათა კანდიდატ გიორგი მანდარიას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეში მუშაობის პარალელურად აქვს ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრებისა და სხვა გუნდების მწვრთნელად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. არის ინფორმატიკის მიმართულებით სხვადასხვა ასოციაციის გენერალური ასამბლეისა და ჟიურის წევრი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და სხვა მაღალი ჯილდოები  ინფორმატიკაში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობისათვის. არის არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და აკადემიური პუბლიკაციის ავტორი.

 

გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი