Back
ნათია გვენეტაძე

ნათია გვენეტაძე

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მაგისტრი (King’s College London). ნათია გვენეტაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამჟამად იგი სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტში. მას ასევე დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სწავლებების სამეფო კოლეჯის (Royal College of Defence Studies) სტრატეგიული დონის კურსი და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის (Baltic Defence College) უმაღლესი სამეთაურო სასწავლო კურსი.
ნათია გვენეტაძეს აქვს როგორც აკადემიურ სფეროში, ისე უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 15 წლიანი მუშაობის პერიოდში, ნათია მუშაობდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.
ამჟამად, არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი. მიწვეული ლექტორის რანგში, ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

იგი ასევე სწავლისა და განვითარების საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ტრენერია და კვალიფიკაცია მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის ადამიანური რესურსებისა და განვითარების ინსტიტუტში (CIPD). მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული განვითარების პროექტებში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საქართველოსა და უცხოეთში.

ნათია ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და თურქულ ენებს.

სხვა პერსონალი