ბაკურ მიქაძე
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი ბაკურ მიქაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორია. გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგ-კურსები უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციებში. აქვს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება მაღალ პოზიციებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში, ქ. თბილისის პროკურატურაში და სხვა ორგანიზაციებში. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელობითი სტიპენდია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სიგელი, საქართველოს განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი და სხვა ჯილდოები. ბაკური ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.