ანი ვაშაყმაძე
ანი ვაშაყმაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 12 წელია, მუშაობს ეკონომიკისა და კომერციული დიპლომატიის სფეროებში (The Netherlands Institute of International Relations Clingendael). აქვს აკადემიური განათლება ბიზნესის, მეწარმეობის, ეკონომიკის, ინოვაციებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებებით. მას აქვს პროფესიული გამოცდილება მენეჯმენტის, პროექტების მართვის, რესურსების მობილიზების, მენტორობისა და კვლევის მიმართულებებით. მისი კვლევის სფეროებია: კრეატიული ინდუსტრიები და ინოვაციების მენეჯმენტი; სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემები; მეწარმეობა და პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკის განვითარება (ე.წ. Postcommunist economies); მდგრადი განვითარება; მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია. ანი არის რამდენიმე პუბლიკაციისა და ელექტრონული წიგნის ავტორი.
აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეკონომისტად, ხოლო ახლა იკავებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის ინოვაციების კონკურენტუნარიანობისა და საჯარო და კერძო პარტნიორობის კომიტეტის (Committee on Innovation, Competitiveness and Public-Private Partnerships) თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. ანი გახლავთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ მეწარმეთა ქოუჩი. 2018 წლიდან მუშაობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.