Back
1 (7)

დიანა კვარაცხელია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა- მათემატიკის დოქტორი დინა კვარაცხელია არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ან თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მომზადებული აქვს Python 3.10.9-ის სალექციო მასალები.
დიანა, გარდა აკადემიური სფეროსი, დაკავებულია პრაქტიკული საქმიანობითაც. არის სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის ექსპერტთა ჯგუფის (SCABOS) წევრი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სემინარი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

დიანა კვარაცხელია რამდენიმე საგრანტო პროექტის მონაწილეცაა. ამჟამად მუშაობს პროექტზე „მაღალი გარჩევისუნარიანი საზღვაო რეგიონული პროგნოზული სისტემის განვითარება და სრულყოფა შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის ნავიგაციური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნით“, რომელიც 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით არის დაფინანსებული. მიღებული აქვს ჯილდო პროგრამული პაკეტის შექმნისათვის.

ფლობს ინგლისურ ენას.

სხვა პერსონალი