„ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროგრამაა, რომელიც ფსიქოლოგიის კლასიკურ საფუძვლებს – განვითარების, კოგნიტურ და სოციალურ ფსიქოლოგიას – აერთიანებს ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ფსიქოლოგიურ ასპექტებთან. სტუდენტები სწავლობენ ადამიანი-AI ურთიერთქმედების თავისებურებებს, ონლაინ ქცევასა და სოციალურ მედიაში ფსიქოლოგიურ პროცესებს, ციფრულ კეთილდღეობასა და AI-ს ეთიკურ გამოწვევებს.
პროგრამის ფარგლებში სიღრმისეულად შეისწავლიან ფსიქოლოგიის საფუძვლებს, მათ შორის ადამიანის ქცევას, აზროვნების პროცესებს, ემოციებს, პიროვნების განვითარებასა და კვლევის მეთოდებს. თუმცა, BTU-ში ფსიქოლოგიის სწავლა მხოლოდ კლასიკური ცოდნით არ შემოიფარგლება. სტუდენტები დამატებით ეუფლებიან დარგის უახლეს მიმართულებებს, მონაცემთა ანალიტიკას და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს – უნარებს, რომლებიც თანამედროვე ფსიქოლოგისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1950106
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი ( Bachelor of Psychology )
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 2950 ლარი
- პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
საგნები, რომლითაც ბარდება ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ინგლისური ენა;
მათემატიკა, ისტორია ან ბიოლოგია
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.