კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკურ განათლებას ინგლისურ ენაზე. სასწავლო გეგმა მოიცავს პროგრამირებას, ალგორითმებს, მანქანურ სწავლებასა და AI ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას, BTU AI Lab-ის რესურსების გამოყენებით.
პროგრამა განსაკუთრებით მიმზიდველია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც ეძებენ მაღალი ხარისხის ტექნიკურ განათლებას ხელმისაწვდომ პირობებში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, ამასთანავე შეიძინონ საქართველოში ცხოვრების, სწავლისა და მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ყოფნის უნიკალური გამოცდილება.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი (Bachalor of Computer Science)
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი (ECTS)
- პროგრამის საფასური: 4000 დოლარი (ექვივალენტი ლარში)
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.