ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო და ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნეს განათლების მიღება სრულად ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სასწავლო გეგმა მოიცავს მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების საფუძვლებს.
სპეციალური სასწავლო კურსები მოიცავს თანამედროვე ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარებულ კომპეტენციებს, რომლებიც პასუხობს გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებს. პროგრამის საერთაშორისო გარემოს აძლიერებს მრავალფეროვანი სტუდენტური საზოგადოება, რაც ხელს უწყობს კროსკულტურული გამოცდილების მიღებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიული ქსელების განვითარებას.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (Bachalor of Business Administration)
პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი (ECTS)
- პროგრამის საფასური: 4000 დოლარი (ექვივალენტი ლარში)
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.