კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა BTU-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. სასწავლო გეგმა მოიცავს პროგრამირების საფუძვლებს, ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებს, მანქანურ სწავლებას, ღრმა სწავლებას (deep learning), დიდი მონაცემების ანალიზსა და AI მოდელების პრაქტიკულ შემუშავებას.
სწავლება მიმდინარეობს BTU AI Lab-ის ბაზაზე, სადაც სტუდენტები მონაწილეობენ რეალურ პროექტებში პრაქტიკოს ინსტრუქტორებთან და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებად, ისე მონაცემთა მეცნიერებისა და AI ინჟინერიის სფეროებში, საქართველოსა და საზღვარგარეთ.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი:1950105
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი (Bachelor of Computer Science)
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (ECTS) -2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრამდე ჩარიცხულთათვის / 180 კრედიტი (ECTS) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში და შემდგომ წლებში ჩარიცხულთათვის
პროგრამის საფასური: 3950 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
საგნები, რომლითაც ბარდება კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ინგლისური ენა;
მათემატიკა ან ფიზიკა.კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
- პროგრამა (240 კრედიტი) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრამდე ჩარიცხულთათვის
პროგრამა (180 კრედიტი) – 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში და შემდგომ წლებში ჩარიცხულთათვის
ორი სადიპლომო პროგრამა
BTU-ს კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მესამე და მეოთხე აკადემიური წლის პარტნიორ უნივერსიტეტში გატარებით, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ
თუ ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.