მაია ნონიაშვილი
მაია ნონიაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, ფლობს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხებს. მაია 2018 წლიდან ამავე უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას ფლობს. სხვადასხვა წელს მუშაობდა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსად (ბტუ), მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის დირექტორად, კურიკულუმის ექსპერტად, მოწვეულ პედაგოგად, ბიზნესის სკოლის დეკანის თანაშემწედ. 2004- 2008 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია „ევროპეისის“ მენეჯერი.
მაია ნონიაშვილის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: EdTech, Industry 4.0 და Smart Manufacturing. მისი კვლევითი ნაშრომები ეხება ეკონომიკისა და განათლების დიგიტალიზაციის საკითხებს და იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, უკრაინაში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში, როგორც მომხსენებელსა და პროექტის მონაწილეს. ამჟამად არის პორტუგალიის ეროვნული სააგენტოსა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის – International Credit Mobility project KA107 | 2019-1-PT01-KA107-060208 – მონაწილე.
2017 წლიდან დღემდე მაია ნონიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს ოპერაციათა მენეჯმენტისა და ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლების კურსებს. 2011-2016 წლებში კი კითხულობდა ბიზნესის საფუძვლებს, ეკონომიკის პრინციპებს, ოპერაციათა მენეჯმენტს (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მიჰყავდა საბაკალავრო სემინარი. 2011 წლიდან მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ათეულობით საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი.
გარდა ამისა, მაია ნონიაშვილი არის საერთაშორისო ორგანიზაცია EUMMAS-ის წევრი. მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ, რუსულ და ბერძნულ ენებს.