Back
1

ხათუნა ელბაქიძე

ხათუნა ელბაქიძე არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი). აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება. სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. მისი ავტორობითა და თანაავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მომზადებული აქვს სალექციო მასალები შემდეგი მიმართულებებით: პროგრამირება (პითონი); მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები; ინფორმაციული ტექნოლოგიები და დაპროგრამების ენები; კალკულუსი (1, 2, 3); რიცხვითი მეთოდები 2005-2020; დისკრეტული მათემატიკა 2005-2020; კომპიუტერული აზროვნება 2005-2020; პროგრამირება მათლაბზე; პროგრამირება C-ზე; WEB Development.

ხათუნა სხვადასხვა დროს მონაწილეობდა 10 კვლევით პროექტში, მათ შორის ხელმძღვანელისა და კოორდინატორის სტატუსით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.