Back
დავით გონდაური

დავით გონდაური

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბტუ-ს სამეცნიერო პრემიის ლაურეატი (2021 წელს). ფინანსური მრჩეველი სს „საქართველოს რკინიგზაში“. „EUMMAS”-ის ევრაზიის ლოგისტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

2020 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სარკინიგზო აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს  ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისათვის”. 2009 წლიდან ეწევა აკადემიურ და კვლევით საქმიანობას. ბტუ-ში მიჰყავს შემდეგი სალექციო კურსები:  ფინანსური მენეჯმენტი და საკრედიტო რეიტინგი, შეფასება და ანალიზი.

2007 წლიდან მუშაობს სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა თანამდებობაზე ანალიტიკური მიმართულებით. 2018-2019 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში მრჩეველის პოზიციაზე.

დავით გონდაური ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველო (MCA-Georgia) „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში მსხვილი გრანტების პროგრამის პროფესიული განათლების განვითარების (PICG)  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული, 2,3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის – ,,პროფესიული სწავლების დუალური მეთოდის განვითარება სარკინიგზო დარგში და სარკინიგზო შრომის ბაზრის გაუმჯობესება” – ფინანსური მენეჯერია. გარდა ამისა, არის სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის, ფონდ „CASE-ტრანსკავკასიის“ სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო კონკურსის პრიზიორი. ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის (EUMMAS) სარედაქციო კოლეგიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სამაგისტრო ნაშრომი. არის ორი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

დავით გონდაურის სამეცნიერო კვლევების სფეროებია: ფინანსები; ფინანსური მენეჯმენტი; ინვესტიციები; სარკინიგზო ტრანსპორტი; აბრეშუმის გზის სატრანზიტო კორიდორი; ციფრული ეკონომიკა.

დავით გონდურის სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის საერთაშორისო იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში. არის მონოგრაფიების ავტორი.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლითეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები

სხვა პერსონალი