მარიკა სიხარულიძე
მარიკა სიხარულიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ფლობს გერმანული და ინგლისური ენების სპეციალისტის კვალიფიკაციას.
მას აქვს საგანმანათლებლო სფეროსა და საერთაშორისო პროექტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, ევროპის საბჭოს ციფრული მოქალაქეობის განათლების პროგრამასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მისი პროფესიული და აკადემიური საქმიანობა მოიცავს ციფრულ მოქალაქეობას, ციფრულ წიგნიერებას, კიბერეთიკასა და მედიაწიგნიერებას. BTU-ში ასწავლის ციფრულ წიგნიერებასა და კიბერეთიკას.
მარიკა არის სამეცნიერო პუბლიკაციებისა და საგანმანათლებლო რესურსების ავტორი და თანაავტორი. გავლილი აქვს IREX-ის, Microsoft-ისა და UNESCO-ს პროფესიული განვითარების პროგრამები.
მარიკა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
სხვა პერსონალი
ნინო მიქავა
მაია ხელაძე
ცოტნე ჟღენტი
ანდრია გოცირიძე
თამთა მამულაიძე
თამარ კანაშვილი
ანი ვაშაყმაძე