Back
btu-logo

კონსტანტინე ჭანტურია

ეკონომიკის მაგისტრი კონსტანტინე ჭანტურია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

კონსტანტინე ჭანტურია საქართველოს განვითარების ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ამავე ფონდის რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსად, Startup Georgia-ს დირექტორის მრჩევლად და UNDP Georgia-ს პროექტის მენეჯერად.

მას აქვს საბანკო და საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების განყოფილების უფროსის, საკრედიტო ანალიზის ჯგუფის უფროსის, უფროსი კორპორაციული ბანკირის, ლიზინგის დეპარტამენტის უფროსის, საკრედიტო რისკების მენეჯერისა და საკრედიტო მენეჯერის პოზიციებს. ასევე გაიარა სტაჟირება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში, DFC-ში, ყოფილ OPIC-ში.

კონსტანტინე 2014 წლიდან ასწავლის ფინანსებს, ხოლო 2018 წლიდან ფინანსების ინგლისურენოვან კურსს. მონაწილეობა აქვს მიღებული აკადემიურ გაცვლით პროგრამებში ბულგარეთში, ესპანეთში, სლოვაკეთსა და ხორვატიაში.

კონსტანტინე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი