სადოქტორო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგიონში პირველად ბტუ-ში ხორციელდება. ხელოვნური ინტელექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სხვადასხვა სექტორში მისი ეტაპობრივი ინტეგრირება, სწავლების პროცესში შესაბამისი გადაწყვეტილებების დანერგვა და ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამოქმედება – აღნიშნულ საკითხებს ბტუ სადოქტორო პროგრამის, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა.
ბტუ ახორციელებს აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს „კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე). პროგრამა ფოკუსირებულია მანქანურ სწავლებაზე (ML), ღრმა სწავლაზე (Deep Learning), Big Data ანალიტიკასა და ბუნებრივი ენის დამუშავებაზე (NLP). სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ გერმანიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (Zwickau University of Applied Sciences) ორი დიპლომის პროგრამით.
BTU-ს ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაშიინტეგრირებულია AI წიგნიერებისა და მზაობის (AI literacy and readiness) მოდულები. სასწავლო კურსები მოიცავს AI ეთიკას, უსაფრთხო გამოყენებას, მონაცემთა ანალიზს, ტექსტებისა და კოდის გენერაციას, მარკეტინგული თუ ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდაჭერასა და AI-ის დახმარებით პროგრამირებას (Vibe Coding).