„ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის“ სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს საქართველოში საჯარო სექტორის მიმართულებით უნიკალურ სადოქტორო პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო მმართველობაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვლევაზე. სადოქტორო კვლევები მოიცავს საჯარო პოლიტიკის შემუშავებას AI-ს კონტექსტში, საჯარო სერვისების ავტომატიზაციას, ალგორითმულ გამჭვირვალობასა და AI-ს ეთიკურ და სამართლებრივ რეგულირებას.
პროგრამა მიმართულია სახელმწიფო მოხელეების, პოლიტიკის მკვლევარებისა და აკადემიური კარიერის მსურველთათვის, ვისაც სურთ გახდნენ ციფრული მმართველობის ექსპერტები საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის დოქტორი (Doctor of Public Administration)
პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 3500 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში – სადოქტორო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.