Back
btu-logo

გიორგი აბუსელიძე

გიორგი აბუსელიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. მას აქვს აკადემიურ, კვლევით და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გიორგი აბუსელიძე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. მის ნაშრომებს შორისაა მონოგრაფიები, წიგნის თავები და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული კვლევები. მონაწილეობა აქვს მიღებული 40-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

იგი ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო პროექტში. სხვადასხვა წლებში პროექტებში საქმიანობდა ხელმძღვანელის, მენტორის, კონსულტანტისა და თანაავტორის სტატუსით. მათ შორის არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი კვლევითი პროექტები.

მისი აკადემიური და კვლევითი საქმიანობა მოიცავს ფინანსების, ფისკალური პოლიტიკის, საბანკო სექტორის, კაპიტალის ბაზრის, ინოვაციური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებს.

გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი