2025 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გასცემს კვლევით გრანტებს აკადემიური პერსონალისთვის კონკურსის წესით.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბტუ- ს აკადემიური პერსონალის მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მოღვაწეობას, კვლევების ხარისხის გაუმჯობესებასა და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარებას შიდა ინსტიტუციური კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით. კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საკონკურსო თემას წარმოადგენს ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავს ბტუ-ს პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს: ციფრული მმართველობას, განათლების მენეჯმენტს, ჯანდაცვის მენეჯმენტს, ეკონომიკას, ხელოვნურ ინტელექტს, მწვანე და განახლებად ენერგიებს, ციფრულ მარკეტინგს, ბიზნესის ადმინისტრირებას, კიბერ და სამოქალაქო უსაფრთხოებას და ფსიქოლოგიას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს, არააფილირებულ ან/და მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბტუ-ს ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.