
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიის „ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციების დარგში“ კონკურსის შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კონკურის – სამეცნიერო პრემია „ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციების დარგში“ შედეგები
2021 წლის ბტუ-ს სამეცნიერო პრემიის კონკურსის გამარჯვებული გახდა BTU-ს აფილირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
ვახტანგ ჭარაია – საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული წევრი, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (B&H) სარედაქციო საბჭოს და „მსოფლიო ეკონომიკური ასოციაციის“ წევრი, ასევე, „Cambridge Scholars Publishing“-ის (დიდი ბრიტანეთი) მრჩეველთა საბჭოს და ჟურნალ „ცენტრალური აზია და კავკასია“ სარედაქციო საბჭოს წევრი;

