ნინო ენუქიძე
რექტორი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნა სამეცნიერო საქმიანობის, ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიების გაცვლით; საქართველოს პოტენციალის დემონსტრირება და პოზიციონირება გლობალურ ბაზრებზე; ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა კვალიფიციური კადრების გაზრდის გზით.
ამ მიზნის საპასუხოდ, 2016 წლიდან დღემდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოსთვის უპრეცედენტო პროგრამები ხორციელდება. ჩვენი ხედვა აღიარებულია მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციების მიერ, რომლებთან პარტნიორობამ უნივერსიტეტს მოუტანა ნდობა და მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო თანასაზოგადოებაში.
დღეს, ხელოვნური ინტელექტი ცვლის განათლებას, მეცნიერებას, ბიზნესს და სამუშაო ბაზარს. BTU-ს ხედვაა გახდეს მომავლის უნივერსიტეტი, რომელიც ერთიან ეკოსისტემაში გააერთიანებს სწავლების და კვლევის უნიკალურ მეთოდებს და თანამედროვე ინსტრუმენტებს, ყველა ადამიანისთვის შექმნის პერსონალიზირებული საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების ჰაბს, იქნება უახლესი გამოგონებების და ტექნოლოგიების ცენტრი, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა, იყოს ინოვაციების დანერგვის მოწინავე ხაზზე, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სწავლება და კვლევა სხვადასხვა აქტუალური საკითხების გარშემო. ჩვენ ვმუშაობთ ტექნოლოგიურ სფეროში გენდერული თანასწორობისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების დონის ზრდისა და ინოვაციებთან ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფისთვის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან, იმ გუნდის წევრი ვარ, რომლის მიზანს დასავლური სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა წარმოადგენდა. ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიკა მიმართულია ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე და ეყრდნობა ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს იმ საკვანძო ასპექტების შესახებ, რომელთა ფლობა წარმოადგენს განათლების ხარისხის კრიტერიუმს.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროდუქტის მომხმარებელია, როგორც თითოეული სტუდენტი, ისე მთლიანად საზოგადოება, რაც განათლების ხარისხის კუთხით უნივერსიტეტს განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს: საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, შრომის და განათლების ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების შექმნა და უნივერსიტეტის უცხოეთის პარტნიორი დაწესებულებების პროგრამებთან ჰარმონიზაცია, სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ტექნიკური აღჭურვილობის და განახლებული სასწავლო მასალების შექმნა, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა და უნივერსიტეტში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული საერთაშორისო პროგრამების უწყვეტად განხორციელდება, მეცნიერებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, პრობლემაზე ორიენტირებული ინტერდისციპლინარული კვლევების ინიცირება და განხორციელება, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება და ინტეგრირება როგორც სწავლებისა და კვლევის პროცესში, ისე საოპერაციო დონეზე, თითოეულ დეპარტამენტში.
სტუდენტების ინტერესი არის და იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის ღერძი.
მადლობა ნდობისთვის,
შეხვედრამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
ნინო ენუქიძე, რექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი.