მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა, კლაუს შვაბმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) „მომავლის უნივერსიტეტად“ მოიხსენია. მისი შეფასებით, BTU წარმატებით აერთიანებს ბიზნესს, ტექნოლოგიებს, მეწარმეობასა და ინოვაციებს და ქმნის თანამედროვე განათლების იმ მოდელს, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
MIT-ის პროფესორის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი სახელმძღვანელო „24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“ BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა. MIT-ის Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, ბილ ოლეტი BTU-ს მეწარმეობის ცენტრის პარტნიორებს, სტარტაპებს, აკადემიურ გუნდს და დაინტერესებულ პირებს შეხვდა და მეწარმეობის განათლებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Microsoft-ის მაღალტექნოლოგიური ლაბი გაიხსნა, რომლის მიზანია სტუდენტებისა და პროფესორებისთვის თანამედროვე ციფრული უნარებისა და ცოდნის განვითარებაში მხარდაჭერა.
Microsoft-ის რეგიონული მენეჯერის, სერგეი ლეშენკოს შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და რესურსებზე, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და მომავალი კარიერისთვის მომზადებაში დაეხმარება.
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერიძის შეფასებით, BTU-ში ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით შექმნილი პროგრამები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე AI-ის ეფექტიანი მართვის მიმართულებით.
BTU გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) Global Startup Lab-ის მასპინძელი საქართველოში, რითაც ქართველ სტუდენტებსა და დამწყებ მეწარმეებს MIT-ის ინოვაციურ ეკოსისტემასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცათ.
პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდიმ, ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და MIT Global Startup Lab-ის საქართველოში ამოქმედება მიესალმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა UN Global Compact-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო „ხარისხიანი განათლების“ კატეგორიაში მოიპოვა, რაც უნივერსიტეტის წვლილს განათლების ხელმისაწვდომობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ადასტურებს.
UN Women-მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა, რაც უნივერსიტეტის მრავალწლიან საქმიანობასა და ინიციატივებს უკავშირდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა Grace Hopper Award ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების პროგრამისთვის მოიპოვა. ჯილდო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მონაწილეობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის გაიცა.
BTU-ს პროექტი „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ Emerging Europe-ის Future Proof Education Category Award 2021-ის გამარჯვებული გახდა, როგორც ქალთა ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა რეგიონში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი „500 ქალი ტექში“ Emerging Europe-ის Future Proof Education Category Award-ის გამარჯვებული გახდა, რაც პროგრამის გავლენასა და შედეგებს საერთაშორისო დონეზე ადასტურებს.
BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილმა სტარტაპმა Bio Shield საერთაშორისო სტარტაპ კონკურსში, George Washington University-ის ყოველწლიურ კონკურსზე, პირველი ადგილი და Global Impact Prize მოიპოვა.
BTU გახდა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და უნივერსიტეტებისთვის AI წიგნიერების პროგრამები გლობალური მასშტაბით განახორციელა. აღნიშნული ინიციატივა AI4Globe UNESCO-ს საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის (IDSSD) სტრატეგიულ ინიციატივად დასახელდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი UNESCO-ს „ინფორმაცია ყველასთვის“ (Information for All Programme) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რაც უნივერსიტეტის როლს ციფრული განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის მიმართულებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმის, EIT Digital-ისგან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროპის „წლის ტრენერის“ ჯილდო მოიპოვა და ევროპის უნივერსიტეტების სამეულში მოხვდა.
BTU-ს ასოცირებული პროფესორის, ლადო სირდაძის, სწავლების მეთოდებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა. ლადო სირდაძე PROFFORMANCE-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ინოვაციური სწავლების კატეგორიაში გახდა.
მეწარმეობა და ინოვაციური უპირატესობა
უფასო
10 Weeks
ყველა
კურსი მათთვის, ვისაც სურს შექმნას საკუთარი სტარტაპი, გაიტანოს ინოვაციური იდეა საერთაშორისო ბაზრებზე და გახდეს წარმატებული „ანტრეპრენერი“. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც აქვს სტარტაპ იდეა და...
Read More
Machine Learning
უფასო
15 Weeks
ყველა
AI ლექტორი – ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან მანქანური სწავლების პრინციპები (Principles of Machine Learning (ML)) კურსი შექმნილია იმისათვის, რომ მოგცეთ ინფორმაცია მანქანათმცოდნეობაზე, თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების...
Read More
Deep Learning
უფასო
14 Weeks
ყველა
AI ლექტორი – ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან ღრმა სწავლება (Deep Learning (DL)) კურსი შექმნილია იმისათვის, რომ მოგცეთ ინფორმაცია მანქანათმცოდნეობასა და მის შემადგენელ კომპონენტებზე, თანამედროვე კომპიუტერული...
Read More