ადმინისტრაციის მიზანია BTU-ს ეფექტიანი, გამართული და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური და სხვა ადმინისტრაციული რესურსების ეფექტიანი მართვის გზით. ადმინისტრაცია კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სტრატეგიის განხორციელების პროცესს, უზრუნველყოფს სტრატეგიის შესრულების მართვის სისტემის განვითარებას, სტრატეგიული ინიციატივების, პროექტებისა და შესრულების ინდიკატორების მონიტორინგს, მონაცემებზე დაფუძნებულ ანგარიშგებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერას. ამასთან, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ორგანიზაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს-პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას, ადმინისტრაციული სერვისების განვითარებას, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და კამპუსის ეფექტიან მართვას, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო, ინკლუზიური, კომფორტული და მდგრადი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას.
BTU-ს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ადმინისტრაცია სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ეტაპობრივად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს ყველა ადმინისტრაციულ და აკადემიურ ერთეულში, რაც უზრუნველყოფს პროცესების ავტომატიზაციას, სერვისების გაუმჯობესებას, გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერას, უნივერსიტეტის მართვის ეფექტიანობის ზრდას, უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერას.
[email protected]
ფაკულტეტის მიზანია მსოფლიოში აღიარებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტების მომზადება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა, აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა და სტუდენტური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.
ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანობის ხელშემწყობ ინსტრუმენტს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი , რომელიც ამარტივებს და აჩქარებს სხვადასხვა მონაცემების/ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების პროცესს, რაც თავის მხრივ შექმნის მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღების პირობას. საწყის ეტაპზე AI გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზი და განვითარება
- პროგრამის კომპონენტების სილაბუსების მონიტორინგი: ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სილაბუსების შესაბამისობის შემოწმება.
- შრომის ბაზრის კვლევა: ვაკანსიების ანალიზი და შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან ბტუ-ს პროგრამების შედარება,
- საუკეთესო პრაქტიკა: საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებთან ბტუ-ს პროგრამების შედარება.
- პროგრამის კომპონენტებში დუბლირების აღმოჩენა: პროგრამის კომპონენტების (სასწავლო კურსები, სხვ.) შინაარსს შორის გადაფარვების იდენტიფიცირება.
- დაინტერესებული მხარეების დამოკიდებულებების ანალიზი
- გამოკითხვების შედეგების დამუშავება: AI წამებში აანალიზებს პროგრამების განმახორციელებლების, კურსდამთავრებულების, სტუდენტებისა და დამსაქმებლების უკუკავშირის დამუშავება, დაინტერესებული მხარეების დამოკიდებულებების (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური), ხშირად განმეორებადი პრობლემებისა და საჩივრების დაჯგუფება და მათი შემაჯამებელი ანალიზი.
- პროგრამების დაძლევის მაჩვენებლის და სტუდენტების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი
- პროგრამის და მისი კომპონენტების დაძლევა: როგორც პროგრამის, ასევე მისი კომპონენტების დაძლევის ძირითადი ტენდენციების (კლება, ზრდა, სხვ.), დასაშვებ ცდომილებისაგან განსხვავებების ტენდენციების (მაგ. ზედმეტად მაღალი ან დაბალი მავენებლები), პროგრამის და მისი კომპონენტების დაძლევის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებული რისკების და შეფასებების ანალიზი.
- თვითშეფასების პროცესი
- დოკუმენტაციის მომზადება: როგორც შიდა შეფასების, ასევე გარე შეფასების (ავტორიზაცია, აკრედიტაცია) მიზნით თვითშეფასების ანგარიშების პირველადი სამუშაო ვერსიების გენერირება.
- ხარვეზების დადგენა: აშიდა და გარე შეფასებებისთვის მომზადებული დოკუმენტების შემოწმება (ინფორმაციის რელევანტურობა, საკმარისობა, სხვ.) და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება.
ავტორიზაცია/აკრედიტაცია, პრეზენტაციები, ანგარიშები. ელექტრონული ნდობის ყუთი.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ფუნქციაა BTU-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ორგანიზება და სასწავლო პროცესის ადმინისტრირება, სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
კონტაქტი:
განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ინსტიტუციებთან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისა და სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით.
სამსახურის მიზანია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა და საგრანტო დაფინანსების მოპოვება ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და ზოგადად ქვეყნის განათლებისა და ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი ფოკუსირდება კვლევებზე ციფრული ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტის, საჯარო მმართველობის, ციფრული მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ახორციელებს აქტივობებს და პროექტებს.
მეწარმეობის ცენტრი ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს, მცირე და საშუალო მეწარმეს ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. სტარტაპ ბუთქემფები, ტრენინგები, ვორკშოფები, ჰაკათონი, აქსელერაციის პროგრამები, მეწარმეობის რეგიონული კვლევა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა და ციფრული საწარმოების მხარდაჭერა, ცენტრის გაცხადებულ აქტივობებს წარმოადგენს.
კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს სტაჟირებისა და დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები, ვებინარები და საინფორმაციო შეხვედრები. განახორციელოს უწყვეტი განათლების პროგრამა და სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ.
მარკეტინგის სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის პოპულარიზაცია, BTU-ს საგანმანათლებლო საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების, ღონისძიებების, პროექტების და სხვ. შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, სემინარების, ტრეინინგების და სხვ. ორგანიზება; BTU-ს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სახის მასალების მომზადება და გავრცელება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვას, საბუღალტრო აღრიცხვას, ფინანსურ სტაბილურობასა და გამჭვირვალობას.
უნივერსიტეტის სტრატეგიის შესაბამისად, დეპარტამენტის ოპერაციულ პროცესებში ეტაპობრივად ინტეგრირდება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ფინანსური მონაცემების ანალიზისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და პროგნოზირების მხარდასაჭერად, ხარჯების ტენდენციების შეფასებისთვის და ფინანსური რისკების იდენტიფიცირებისთვის, ანგარიშგების ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად.
ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები:
- სტუდენტური ფინანსების მართვა: სწავლის საფასურის ადმინისტრირება, სახელმწიფო გრანტების, სტიპენდიებისა და შიდა დაფინანსებების აღრიცხვა; გადახდის პერსონალიზებული გრაფიკების მართვა AI მხარდაჭერით;
- ბიუჯეტირება და პროგნოზირება: უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ფაქტობრივი შედეგების გეგმიურთან შედარებითი ავტომატური ანალიზი;
- შესყიდვები და ანგარიშსწორება: პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების წარმოება; დოკუმენტბრუნვის პროცესში ინტელექტუალური სისტემების გამოყენება;
- ფინანსური კონსულტაცია: სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიზანია BTU-ს ადამიანური კაპიტალის ეფექტიანი მართვა, უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერა კვალიფიციური კადრების მოზიდვის, შერჩევის, განვითარების, შეფასებისა და შენარჩუნების გზით. მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესების მართვას, პროფესიული განვითარების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, შესრულების შეფასების სისტემის განვითარებას, კარიერული განვითარების ხელშეწყობას, შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირებასა და ადამიანური რესურსების მართვის პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას. ამასთან, სამსახური უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების შესაბამისობას უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან, ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებსა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებთან.
ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, BTU-ს სტრატეგიის შესაბამისად, სამსახური ხელს უწყობს სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ხელოვნური ინტელექტისთვის მზა სამუშაო ძალის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებია გზით, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა AI კომპეტენციების განვითარებას, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებას, AI კომპეტენციების შეფასებისა და სერტიფიცირების მექანიზმების ეტაპობრივ დანერგვას, ასევე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი, ეთიკური და ეფექტიანი გამოყენების კულტურის განვითარებას. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებას, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას, ინსტიტუციური ხარისხის განვითარებასა და BTU-ის ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელებას.
კანცელარიის სამსახური უზრუნველყოფს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ერთიანი, გამჭვირვალე და ეფექტიანი საქმისწარმოების სისტემის ფუნქციონირებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრული დაცვით.
სამსახური ორიენტირებულია სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების გამართულ წარმართვასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებაზე დოკუმენტბრუნვისა და კომუნიკაციის პროცესებში, რაც ზრდის საქმისწარმოების ოპერატიულობას, სიზუსტესა და ხელმისაწვდომობას უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტუდენტებისა და გარე პარტნიორებისთვის.
AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენება ხელს უწყობს დოკუმენტების კლასიფიკაციას, ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზაციასა და მომხმარებელთა ოპერატიულ მომსახურებას. კერძოდ, გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებები:
დოკუმენტების ავტომატური კლასიფიკაცია, ინფორმაციის სწრაფი მოძიება; თანამშრომლების, სტუდენტებისა და გარე პარტნიორების მოთხოვნების ცენტრალიზებული რეგისტრაცია, სტატუსის თვალყურის დევნება და დროული რეაგირება; შემომავალი მოთხოვნების ავტომატური კატეგორიზაცია და შესაბამის სამსახურზე გადამისამართება; ხარისხის კონტროლი; პროცესების მონიტორინგი საქმისწარმოების ვადების თვალყურის დევნება და ავტომატური შეხსენებები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესების გამარტივება.
გარდა ამისა, მონაწილეობას იღებს და აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის აქტივობებში, რომ მოახდინოს ტექნოლოგიების ინტეგრირება და პროცესების გამარტივება.
BTU-ის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის საინფორმაციო და კვლევით რესურსცენტრს, რომლის მიზანია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, მკვლევრებისა და საზოგადოებისათვის თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების, ბეჭდური და ელექტრონული რესურსების, საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებისა და კვლევის მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
BTU-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ბიბლიოთეკა ეტაპობრივად ახორციელებს AI-ზე დაფუძნებული საბიბლიოთეკო სერვისების დანერგვას, რომელიც ეფუძნება კვლევითი ეკოსისტემის ანალი ტიკას. ინიციატივა მოიცავს AI ბიბლიოთეკის ასისტენტის, AI კვლევითი ასისტენტის, ინტელექტუალური ძიების სისტემების, პერსონალიზებული რეკომენდაციების და აკადემიური წერის მხარდამჭერი სერვისების განვითარებას. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოებისა და ახალი ცოდნის შექმნის პროცესს.
იურიდიული სამსახურის მიზანია BTU-ს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა. მათ შორის, იურიდიული სამსახური ამზადებს შიდა მარეგულირებელ აქტებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გასაფორმებელ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებსა და შეთანხმებებს, შეისწავლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, სამართლებრივად არეგულირებს და უზრუნველყოფს BTU-ში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. გარდა ამისა, სამსახური შეისწავლის BTU-ს თანამშრომელთა, სტუდენტთა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს, ოფიციალურ წერილებს, შემოსულ და გასაგზავნ კორესპონდენციას, BTU-ში გამოცემული ბრძანებებსა და განკარგულებებს, რომლებიც საჭიროებენ სამართლებრივ რევიზიას.
სამართლებრივი მხარდაჭერის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იურიდიული სამსახური ხელს უწყობს სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამასთან, იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს BTU-ს შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების ჰარმონიზაციას სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სტანდარტებთან, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მართლზომიერ, ეფექტიან და ეთიკურ გამოყენებას.
ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მიზანია BTU-ს ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამედროვე ლაბორატორიების, ინვენტარისა და აღჭურვილობის ეფექტიანი, უსაფრთხო და მდგრადი მართვის უზრუნველყოფა. მათ შორის, ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების, კამპუსისა და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკურ ექსპლუატაციას, ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას, ინფრასტრუქტურისა და აქტივების მდგომარეობის მონიტორინგს, უსაფრთხოების, სანიტარიული და ტექნიკური ნორმების დაცვის კონტროლს, საინვენტარო აქტივების აღრიცხვასა და მართვას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლების პროცესების კოორდინაციას. ამასთან, სამსახური უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მართვის პროცესების შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, გარემოსდაცვით პრინციპებთან და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებთან.
უნივერსიტეტის სტრატეგიის შესაბამისად, სამსახური ხელს უწყობს თანამედროვე ობიექტის მართვის სისტემის, ხელოვნური ინტელექტის (AI) და სხვა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას. ამასთან, ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური აქტივების ციფრული მართვის სისტემის განვითარებას, აქტივების სასიცოცხლო ციკლის პრინციპების დანერგვას, QR კოდებზე დაფუძნებული საინვენტარო აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემის განვითარებას, ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების ავტომატიზებულ დაგეგმვასა და შესრულების მონიტორინგს, ენერგოეფექტური და მდგრადი კამპუსის განვითარების ხელშეწყობას, ასევე სმარტ კამპუსის კონცეფციის ეტაპობრივ დანერგვას. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ოპერაციული რისკების შემცირებას, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე ინსტიტუციური ხარისხის განვითარებას.