ნინო ელოშვილი
ნინო ელოშვილი 2024 წლის აგვისტოდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი ბიზნეს სამართლის მიმართულებით. იგი ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი, რომლის სადოქტორო კვლევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. 2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ნინო ელოშვილი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მოწვეული ლექტორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
2013 წლიდან ნინო ელოშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სამოქალაქო სამართლის ადვოკატი) და სერტიფიცირებული პატენტრწმუნებულია.
მისი სამეცნიერო და პროფესიული ინტერესები მოიცავს ბიზნეს სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების სამართალს, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულირებასა და შრომის სამართალს.
ნინო ელოშვილი იყო DAAD-ის სტიპენდიანტი და მოწვეული მკვლევარი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (გერმანია), ასევე მოწვეული მკვლევარი ჩარლზის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე (ჩეხეთი).
იგი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით და პროფესიულ საქმიანობას. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით, ასევე სხვადასხვა სასწავლო კურსში, ვორქშოფსა და სემინარში. ჩართულია კვლევით პროექტებშიც.