გიორგი ჟორჟოლიანი
გიორგი ჟორჟოლიანი არის სამართლის დოქტორი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2018 წლიდან. იგი აქტიურადაა ჩართულია როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო საქმიანობაში და აერთიანებს აკადემიურ ცოდნას იურისტისა და ადვოკატის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებასთან.
გიორგი ჟორჟოლიანი ათზე მეტი აკადემიური პუბლიკაციისა და ერთი მონოგრაფიის ავტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კერძო და ბიზნეს სამართლის დარგებს, მათ შორის საერთაშორისო კერძო სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების სამართალს. იგი აღნიშნული მიმართულების ერთ-ერთ პირველი მკვლევარია საქართველოში, ასევე ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ციფრული და ინტერნეტ სამართლის კვლევასა და სწავლების პრაქტიკას საქართველოში.
2022 წელს იგი გახდა DAAD პროგრამის სტიპენდიანტი და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (გერმანია) მოწვეული მკვლევარი. გავლილი და ჩატარებული აქვს მრავალი როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პროფესიული ტრენინგი, რომლებიც უკავშირდება სამართლის პრაქტიკულ, საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ ასპექტებს. იგი რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.
საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული სამართლის დარგობრივი განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში. როგორც შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალის რედაქტორი, იგი ხელს უწყობს ქართული და საერთაშორისო სამართლებრივი დისკურსის განვითარებას.
სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმით, გიორგი ჟორჟოლიანი სწავლების ინოვაციურ და კვლევაზე ორიენტირებულ მოდელს იყენებს, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას თანამედროვე სამართლის პრაქტიკასთან, განსაკუთრებით ბიზნეს სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის სფეროში.