თამაზ გოჩელაშვილი
თამაზ გოჩელაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასისტენტ-პროფესორია, ასწავლის მარკეტინგის საფუძვლებს და გახლავთ ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EMMA) წევრი, მარკეტინგისა და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაზე მარკეტინგში, მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგიაზე და ორგანიზაციულ ინოვაციებზე. მისი სადოქტორო კვლევის თემა არის „უძრავი ქონების განვითარებაში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ციფრული მარკეტინგის ჰოლისტური ანალიზი“.
თამაზი აქტიურად არის ჩართული კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის, ნეირომარკეტინგის, პერსონალიზაციისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზის მიმართულებით, აქტიურად ატარებს საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებს ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგის ფსიქოლოგიისა და ციფრული კომუნიკაციის თემებზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. წარმოადგენს BTU-ს საერთაშორისო აკადემიურ ფორუმებსა და კონფერენციებზე, მათ შორის SGH Warsaw School of Economics-სა და Uniwersytet WSB Merito Wrocław-ის ორგანიზებულ ღონისძიებებზე.
იგი ასევე გახლავთ კომპანია „ჯაოკენის“ მარკეტინგის დირექტორი, ასევე საერთაშორისო ბრენდის „The Article“-ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი. მანამდე ხელმძღვანელობდა მარკეტინგის დეპარტამენტებს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Tekto Group და DK Capital.