მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია დიდი მონაცემების, მანქანური სწავლებისა და AI ალგორითმების პრაქტიკულ გამოყენებაზე მარკეტინგულ გადაწყვეტილებებში. სტუდენტები სწავლობენ მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ვიზუალიზაციის მეთოდებს, ასევე პროგნოზირებით ანალიტიკას (predictive analytics) მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირებისთვის. პროგრამა სტუდენტებს უღრმავებს ცოდნას მარკეტინგული სტრატეგიის, ბრენდის მართვისა და მომხმარებელთან ურთიერთობის (CRM) მიმართულებით, ფოკუსით მონაცემთა ანალიტიკასა და AI ხელსაწყოებით მართული კამპანიების დაგეგმვასა და შეფასებაზე.
პროგრამა განკუთვნილია ტექნიკურად ორიენტირებული მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ მარკეტინგ-ანალიტიკოსები, growth-სპეციალისტები ან მონაცემთა მეცნიერები მარკეტინგის სფეროში.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია:
I ნაწილი – მარკეტინგის მაგისტრი / Master of Marketing
II ნაწილი – კვლევის მაგისტრი მარკეტინგში / Master of Research (MRes) in Marketing
პროგრამის მოცულობა: I ნაწილი 60 კრედიტი (ECTS), II ნაწილი 60 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 3500 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
თუ ციფრული მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.