საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აცნობს თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების კონტექსტში, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უსაფრთხოების ანალიზში, პროგნოზირებასა და გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემებში, ისევე როგორც AI-სთან დაკავშირებულ ახალ საფრთხეებსა და მათი მართვის სტრატეგიებს. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია:
I ნაწილი – უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი / Master of Security Studies
II ნაწილი – კვლევის მაგისტრი უსაფრთხოების კვლევებში / Master of Research (MRes) in Security Studies
პროგრამის მოცულობა: I ნაწილი 60 კრედიტი (ECTS), II ნაწილი 60 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
ორი სადიპლომო პროგრამა
BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბოლო, ბოლო აკადემიური წლის ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტში გატარებით, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ.
პროგრამაზე ჩაბარების პროცედურები იხილეთ ბმულზე.
თუ საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.