საინფორმაციო სისტემების მართვის (DevOps) პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ AI ასისტენტების გამოყენებას ინფრასტრუქტურის როგორც კოდის (Infrastructure as Code – IaC) შესაქმნელად და ოპტიმიზაციისთვის, CloudFormation-ის შაბლონების გენერაციას, Docker-ისა და Kubernetes-ის კონფიგურაციების გაუმჯობესებას, ასევე უსაფრთხოების რისკებისა და სისტემური ხარვეზების ანალიზს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა CI/CD პროცესების ავტომატიზაციას. სტუდენტები პრაქტიკულად მუშაობენ GitHub Copilot-თან და Amazon DevOps Guru-სთან, სწავლობენ AI-ის გამოყენებას Version Control-ის, უწყვეტი ინტეგრაციისა და ინციდენტების პრევენციის პროცესებში.
პროგრამა ასევე მოიცავს Serverless არქიტექტურების შექმნას, AWS-ის AI სერვისებთან ინტეგრაციას, ტექსტური მონაცემების ავტომატურ დამუშავებას, ვექტორულ ძიებასა და თანამედროვე AI პლატფორმების გამოყენებას რეალური ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად.
AI ინტეგრირებულია პროექტების მართვის მიმართულებაშიც. სტუდენტები მუშაობენ Jira AI-ის, Miro AI-ისა და სხვა თანამედროვე ინსტრუმენტებით, რომლებიც ამარტივებს პროექტების დაგეგმვას, კვლევის პროცესს, მონაცემთა ვიზუალიზაციასა და ანგარიშების მომზადებას.
განახლებული პროგრამის მნიშვნელოვანი სიახლეა ორი ახალი სასწავლო კურსი:
AI Literacy & AIOps – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და მართვისთვის;
Applied AI/ML Services on AWS – Amazon Bedrock-ის, Amazon Textract-ისა და სხვა მზა AI მოდელების გამოყენება რეალური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.
პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. თეორიული ცოდნა სრულდება რეალური პროექტებით, Hands-on ლაბორატორიებით AWS-ისა და სხვა თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების პროცესშივე შეიძინონ ინდუსტრიაში მოთხოვნადი გამოცდილება.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია:
I ნაწილი: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი / Master of Information Systems
II ნაწილი: კვლევის მაგისტრი ინფორმაციულ სისტემებში / Master of Research (MRes) in Information Systems
პროგრამის მოცულობა: I ნაწილი 60 კრედიტი (ECTS), II ნაწილი 60 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 3950 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
DevOps-ის სამაგისტრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
პროგრამაზე ჩაბარების პროცედურები იხილეთ ბმულზე.
თუ DevOps სამაგისტრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.