ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან: I ნაწილი ანიჭებს მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს და ორიენტირებულია პრაქტიკულ მენეჯერულ კომპეტენციებზე, ხოლო II ნაწილი კვლევის მაგისტრის ხარისხით გამიზნულია მათთვის, ვისაც სურს სამეცნიერო კარიერის ან სწავლის სადოქტორო საფეხურზე გაგრძელება.
პროგრამა ავითარებს ლიდერებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზაციული ცვლილებების მართვა და ციფრული/AI ტრანსფორმაციის სტრატეგიული დაგეგმვა კომპანიის დონეზე. სასწავლო კურსები მოიცავს ცვლილებების მენეჯმენტს, ინოვაციების მართვას, მონაცემთა ანალიტიკასა და AI-ზე დაფუძნებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია:
I ნაწილი – მენეჯმენტის მაგისტრი / Master of Management
II ნაწილი – კვლევის მაგისტრი მენეჯმენტში / Master of Research (MRes) in Management
-
პროგრამის მოცულობა: I ნაწილი 60 კრედიტი (ECTS), II ნაწილი 60 კრედიტი (ECTS)
-
პროგრამის საფასური: 3500 ლარი
-
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
ორი სადიპლომო პროგრამა
BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბოლო, ბოლო აკადემიური წლის ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში გატარებით, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ.
პროგრამაზე ჩაბარების პროცედურები იხილეთ ბმულზე.
თუ ბიზნესის სამაგისტრო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.