The Why Not Gallery
გუნდის წევრები: ელენე კაპანაძე, გვანცა ჯიშკარიანი
The Why Not Gallery Gift Shop ორი მეგობრის: კურატორ ელენე კაპანაძისა და ხელოვან და კურატორ გვანცა ჯიშკარიანის ერთობლივი პროექტია.
The Why Not Gallery Gift Shop თანამშრომლობს ქართველ ხელოვანებთან და მათთან ერთად ქმნის შეზრუდული ტირაჟის ნივთებს. ძირითადად შოპში სახლის დეკორატიულ ნივთებს იპოვით, რომელიც ორიგინალური დიზაინის და უმაღლესი ხარისხის არის.