Trip & connect
გუნდის წევრები: ერეკლე მიქიაშვილი, საბა კაპანაძე, ნიკოლოზ გოგონაძე
სტარტაპის მიზანია, გავლენა იქონიოს ქვეყანაში აგროტურიზმის როლის განვითარებაზე. Trip & Connect პლატფორმის მეშვეობით სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ, რომელი ტიპის დასასვენებელ ადგილს შეარჩევენ: ქსელური სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო თუ ადგილობრივი კარ-მიდამო.
პლატფორმა იქნება დამაკავშირებელი რგოლი ტურისტებისთვისა და ადგილობრივებისთვის. პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით – კულინარია, ტრადიციები, ცეკვა, მუსიკა და სხვა.
პანდემიის პირობებში ტურისტული ნაკადი შემცირებულია, ამისათვის, სტარტაპი გეგმავს დისტანციურ ტურებს. Live სტრიმების საშუალებით ტურისტები წინასწარ შეარჩევენ სად ურჩევნიათ წასვლა და დაათვალიერებენ მომავალ სამოგზაურო გარემოს. შედეგად, გარდა ტურისტული ნაკადის გაზრდისა, ასევე მოიმატებს ადგილობრივების ჩართულობა და შეძლებენ, მიიღონ ტურისტები და გააცნონ სხვადასხვა ცოცხალი პროცესები – მეურნეობა, კულინარია – რაც, თავის მხრივ, დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება მათთვის.