RADIX
სტარტაპ სტატუსის გამარჯვებული გუნდი
გუნდის წევრები: გუჯა ლომსაძე, ნიკა მგალობლიშვილი, გაგი მურჯიკნელი, ელენე ლომსაძე, რევაზ ნახუცრიშვილი, დემურ ცერცვაძე
სრული სამუშაო დროის 89% იხარჯება მხოლოდ მონაცემთა შეგროვებასა და ვიზუალიზაციაზე, რის გამოც, სულ უფრო ცოტა დრო რჩება რეალურ ანალიტიკაზე, რაც ბიზნესის განვითარებისთვისა და ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია. კომპანიები ხარჯავენ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსებს – დრო, ადამიანური კაპიტალი და ფული. Radix (Software/Platform) არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაცემთა დამუშავებითა და ვიზუალიზაციის გამოყენებით, რამდენიმე წამში, მიიღონ ანალიტიკა, პროგნოზი და რეკომენდაციები, რაც, საშუალო კომპანიებს, წლიურად 120,000 ლარსა და დროის 89%-ს დაუზოგავს.