yuppi
გუნდის წევრები: გიორგი სულაბერიძე , მათე ქერდიკაშვილი, დავით ჩუბინიძე , ნია სიბაშვილი , ირაკლი ხიდეშელი
აპლიკაცია, რომელიც დააკავშირებს ბრენდებს, სტილის მაძიებლებსა და მის ინსპირატორებს. ამით ჩვენ მომხმარებლებს მივცემთ საშუალებას თავიანთი სტილისა და გემოვნების სხვებისთვის გაზიარებით გამოიმუშაონ ფული, ხოლო ბრენდები შეძლებენ ხალხისთვის თავიანთი პროდუქტის ჩვენებას ახალი გზით. მომხმარებლები აპლიკაციაში განათავსებენ თავიანთ ფოტოებს და ტანსაცმელზე მიუთითებენ მის კონკრეტულ მაღაზიასა და ფასს. მეორე მხრივ მომხმარებელი შეძლებს სტილის მიხედვით პოსტების გაფილტვრას და ტანსაცმლის შეძენას ონლაინ. მთავარი მიზანია, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც არ იქნება შემოთავაზებული ერთფეროვანი, 1 ბრენდის მიერ შემუშავებული სტილი. მომხმარებელი თავად შეუხამებს სხვადასხვა ბრენდის ტანისსამოსს ერთმანეთს და მათ პოპულარიზაციაზე იზრუნებს.