glorfindel
გუნდის წევრები: გუგა ღადუაშვილი
სტარტაპის სახელი: glorfindel
სტარტაპის აღწერა:
Glorfindel არის B2B აპლიკაცია/ვები, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შიდა სერვისის ავტომატიზირებას. კომპანიები ხშირად აწყდებიან, პრობლემებს შიდა სერვისის კუთხით, მაგალითად ტექნიკის გაფუჭება, სისტემური ხარვეზი და სხვა ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უშუალოდ კომპანიის გამართულ ფუნქციონირებას ეხება.
შიდა სერვისის გაუმართაობამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი ფინანსური დანაკარგი, სწორედ ამიტომ აპლიკაცი/ვები კომპანიებს ეხმარება შიდა სერვისის გამართვასა და მის სწორ ფუნქციონირებაში. აპლიკაციის/ვების მიზანია პრობლემის შესახებ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს მარტივად და მოკლე დროში.
აპლიკაცია/ვები როგორც შინაარსით ასევე დიზაინით მოგრებულია ყოველი კომპანიის საჭიროებებზე და შესაბამისად მასში გათვალისწინებულია კომპანიის სისტემის დეტალები, რომლის მიხედვითაც ხდება შაბლონების შედგენა ყველა შესაძლო პრობლემაზე, რომლის წინაშეც შესაძლოა კომპანია დადგეს. კომპანიის თანამშრომელი აპლიკაციის/ვების მეშვეობით აგზავნის პრობლემის აღწერას საჭირო დეტარტამენტთან.
გარდა ამისა აპლიკაცია/ვებ-ში არსებული სტატისტიკა ეხმარება კომპანიებს უზრუნველყონ ბონუსური სისტემის შედგენა, მისი გამართული ფუნქციონირება და პრობლემებისა და უზუსტობების პროგნოზირება იდენტიფიცირება, და აღმოფხვრა აპლიკაცია/ვები ადაპტირებულია, როგორც Android-ის ასევე IOS პროგრამაზე.