Falcon
გუნდის წევრები: გეგა თათულიშვილი, თეო ზანგურაშვილი.
სტარტაპის სახელი: Falcon
სტარტაპის აღწერა:
ონლაინ გამოკითხვის პლატფორმა, სადაც გამოკითხვას „მესენჯერ ბოტი“ აწარმოებს. უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბოტს ჩაკითხვის შესაძლებლობა გააჩნია, ამავდროულად კი ის სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ადამიანთა შორის, თავად ეძებს მიზნობრივ ჯგუფს. მომხმარებლის მონაცემები დაშიფრულია, დაცულია და ინახება IBM ის Cloud ში
სტარტაპი Falcon ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარებული რიგით მესამე სტუდენტური ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა.
ჰაკათონი სილიკონ ველი თბილისის სივრცეში ჩატარდა და საბოლოო პროდუქტის შექმნას მოიაზრებდა. ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებისთვის ვორკშოპები და მენტორების სესიები პერიოდულად ტარდებოდა. ჰაკათონში მონაწილეობდა 12 გუნდი.
Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3 – ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია IBM იყო. IBM-მა 2009 წელს კვლევების სტატისტიკური დამუშავების მსოფლიოში უმსხვილესი ანალიტიკური პროგრამა SPSS შეისყიდა. პარტნიორობის ფარგლებში გამარჯვებული გუნდი IBM დააჯილდოვა, ასევე პროდუქტის განვითარებასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.