ლუკა ჩხეტიანის წარმატების ისტორია – აუტონომი – მომხმარებლების ვერიფიკაციისთვის ახალი პლატფორმა
გაიცანით ჩვენი სტუდენტის მიერ დაფუძნებული კომპანიის ახალი, ინოვაციური გადაწყვეტილება: აუტონომი – მომხმარებლების ვერიფიკაციისთვის ახალი პლატფორმა.
აუტონომის მიზანია ციფრული/გაციფრულებული ბიზნესებისათვის მომხმარებლების ვერიფიკაციის დისტანციური სისტემის ავტომატიზაცია.
სერვისი, შედგება სამი ძირითად ფუნქციონალისაგან:
1. სელფსა და პირადობის/პასპორტის ფოტოს შორის სახეების იდენტურობის
შემოწმება;
2. ავთენტურობის დადგენა (რეალურია თუ არა ფოტო)
3. ტექსტის ექსტრაქცია დოკუმენტებიდან.
შექმნილია BTU-ს სტუდენტის, ლუკა ჩხეტიანის მიერ დაარსებული კომპანია ,,SYSTEM CORP.”-ში.
SYSTEM CORP. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მოწინავე კომპანიაა, ის უკვე 3 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს.