ანო გოგიჩაძე

 

ანო გოგიჩაძე - განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (TSU), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ლივერპულის უნივერსიტეტში (University of Liverpool). აქვს 11 წლიანი გამოცდილება მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო კომპანიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში. ამჟამად არის სარეკლამო სააგენტო „ჰავას მედიას“ საქართველოს წარმომადგენლობის კლიენტთა მომსახურების დირექტორი. ასევე არის სვეტის ავტორი ჟურნალ „ფოკუსში“, სადაც აქვეყნებს სტატიებს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შესახებ.