ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) კვლევები ფოკუსირდება ციფრული ტექნოლოგიების ინტერდისციპლინურ მიდგომებზე ეკონომიკის, ბიზნესის, ხელოვნური ინტელექტის, საჯარო მმართველობის, ჯანდაცვის, მდგრადი ენერგიების, კიბერუსაფრთხოების, განათლების, აგრარული ტექნოლოგიების, მარკეტინგის და სხვა მიმართულებით.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახორციელებს სამეცნიერო და ინოვაციურ პროექტებს.
BTU-ში ფუნქციონირებს კვლევების ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანია:
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მკვლევრების და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში ჩართულობის გზით
- კვლევის დაფინანსების წყაროების მოძიება და დივერსიფიცირება;
- საგანმანათლებლო პროცესში სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და ახალი ცოდნის გამოყენების წახალისება;
- კვლევის შედეგების გავრცელების მხარდაჭერა და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება;
- ცენტრისა და მისი ადგილობრივი/საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის კერძო სექტორის, შესაძლებლობების კონსოლიდაცია კვლევების შედეგების კომერციალიზაციის ინიცირების მიზნით;
- BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით კვლევაზე დაფუძნებული სტარტაპების შექმნისა და მათი მდგრადობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
ცენტრის გამორჩეული პრიორიტეტია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია კვლევით პროცესში, რაც მოიცავს:
- AI კვლევითი ეკოსისტემის განვითარებას – AI წიგნიერების სასწავლო პროგრამის ჩათვლით აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის, კვლევის დიზაინის, მეთოდოლოგიის, მონაცემთა დამუშავებისა და FAIR პრინციპების შესაბამისად მართვის მიზნით;
- Digital Civilization Studies-ის ინტერდისციპლინური კვლევითი მიმართულების ფორმირებას – ციფრული მმართველობის, ეკონომიკური და შრომითი ტრანსფორმაციის, სახელმწიფო ინსტიტუციების რეფორმირების, ციფრული უსაფრთხოების, განათლების, სამართლის, ჯანდაცვის და აგრარული სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ასპექტების კვლევების წახალისებას;
- საერთაშორისო საგრანტო და კვლევითი პროექტების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მათ შორის AI-ის, როგორც კვლევითი პრიორიტეტის, ინტეგრირებას BTU-ს შიდა ინსტიტუციურ სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის;
- კვლევის AI ინსტრუმენტების გაძლიერებასა და დანერგვაში მხარდაჭერას როგორც BTU-ში, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების გზით.
კვლევითი ცენტრის ანგარიშები
- 2025 წლის წლიური ანგარიში
- 2024 წლის წლიური ანგარიში