კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის
ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, 2022-2024 წლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” განახორციელა.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები სამ ნაკადად გადამზადდნენ სრული დაფინანსებით. სასწავლო პროცესი მოიცავდა ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული ტექ ინგლისურის, ტექ კურსების, კარიერული ბუთქემფისა და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტებს. ბენეფიციართა შერჩევა ხდებოდა ონლაინ სააპლიკაციო ფორმისა და ზოგადი საბაზისო უნარების ტესტირების შედეგების საფუძველზე, სრულად გამჭვირვალე პრინციპით.
სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლებში გაიხსნა და სრულად აღიჭურვა კოდინგის სკოლის ლაბორატორიები ქალებისთვის, რომლებიც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს ყოველდღიურად ემსახურებოდა. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე, ტარდებოდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები რეგიონებში ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობადობის ამაღლების მიზნით.
სასწავლო პროგრამის დასკვნითი ნაწილი მოიცავდა Pitch Yourself სესიებს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რაც უნიკალური შესაძლებლობა იყო გადამზადებული ბენეფიციარებისთვის დასაქმების ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების მომზადება/გადამზადება იწყებოდა ტექ ინგლისურის კურსით (A1/A2 და B1/B2 დონეები), რომელიც სავალდებულო იყო ყველა ბენეფიციარისთვის და გრძელდებოდა რეგისტრაციის დროს არჩეული ერთ-ერთი ტექ მიმართულებით:
- ციფრული მარკეტინგი
- გრაფიკული დიზაინი
- ციფრული პროდუქტების ტესტირება
- UI/UX დიზაინი
- Front-end დეველოპმენტი
- Back-end დეველოპმენტი (Python ან C#)
საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტი გარდა 5 თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი)
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები/რეგისტრირებული 16-40 წლის ქალები.
კომპიუტერისა და ინტერნეტის არმქონე ბენეფიციარებს პროექტის ფარგლებში შექმნილი და ტექნიკურად სრულად აღჭურვილი კოდინგის ქალთა ოთახები ემსახურებოდა შემდეგ ლოკაციებზე:
- ახალციხის N1 საჯარო სკოლა, მის.: მიქუტიშვილის N2
- გორის N5 საჯარო სკოლა, მის.: ზ. რუხაძის ქუჩა N62
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა, მის.: ოზურგეთი, სოფელი ბახვი
- ზუგდიდის N3 საჯარო სკოლა, მის.: რუსთაველის ქუჩა N192
- ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა, ვ. კობახიძის ქუჩა N2
- ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი, ცენტრალური ბიბლიოთეკა (მერიის გვერდზე), ოთახი მხარდაჭერის ნიშნად პროექტს დაუთმო ონის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის
- ტყიბულის N7 საჯარო სკოლა, მის.: ბრეგვაძის ქუჩა N14
- წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა, მის.: გამსახურდიას ქუჩა N1
- თელავის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მის.: რუსთაველის გამზირი N11
პირველი ნაკადი
- შემოსული აპლიკაციების საერთო რაოდენობა: 1527
- ჩარიცხული ბენეფიციარი: 500
- ჩარიცხული ბენეფიციარებიდან ტექ ინგლისურის კურსი წარმატებით დაასრულა 464 ბენეფიციარმა
- 464 ბენეფიციარიდან ტექ მიმართულების კურსი წარმატებით დაასრულა 333 ბენეფიციარმა.
მეორე ნაკადი
- შემოსული აპლიკაციების საერთო რაოდენობა: 920
- ჩარიცხული ბენეფიციარი: 536
- ჩარიცხული ბენეფიციარებიდან ტექ ინგლისურის კურსი წარმატებით დაასრულა 507 ბენეფიციარმა
- 507 ბენეფიციარიდან ტექ მიმართულების კურსი წარმატებით დაასრულა 362 ბენეფიციარმა.
მესამე ნაკადი
- შემოსული აპლიკაციების საერთო რაოდენობა: 1273
- ჩარიცხული ბენეფიციარი: 464
- ჩარიცხული ბენეფიციარებიდან ტექ ინგლისურის კურსი წარმატებით დაასრულა 462 ბენეფიციარმა
- 462 ბენეფიციარიდან ტექ მიმართულების კურსი წარმატებით დაასრულა 318 ბენეფიციარმა.
