ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერების პროექტს იწყებს. პროექტი “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech-ის ჩართულობით.
ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია 1100 ბენეფიციარის გადამზადება სამ ნაკადად, რომელშიც 320 მენტორი ჩაერთვება.
პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების მომზადება/გადამზადება მიმდინარეობს რეგისტრაციის დროს არჩეულ ერთ-ერთ ტექ მიმართულებაში:
- Front-end დეველოპმენტი
- კიბერუსაფრთხოება
- გრაფიკული დიზაინი
- ციფრული მარკეტინგი
- UX/UI დიზაინი.
პროგრამის/სწავლების განხორციელების განრიგი:
პირველი ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2024
მეორე ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2025
მესამე ნაკადი:
ბენეფიციართა მესამე ნაკადის რეგისტრაცია: 6 თებერვალი, 2026
რეგისტრაციის დასრულება: 1 მაისი, 2026 16:00 საათი
- ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება
- ზოგადი ტექნიკური უნარების ტესტი
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებული სამოტივაციო წერილის შეფასება (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
ზოგადი ტექნიკური უნარების ტესტირების შედეგად დგება აპლიკანტების სარეიტინგო სია, რომლის მიხედვითაც ხდება მონაწილეთა განაწილება შესაბამის ჯგუფებში.
სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა? (1 ქულა)
- რატომ გსურთ კონკრეტულად ამ ტექ კურსის გავლა? (1 ქულა)
- რა გავლენას მოახდენს თქვენ სამომავლო პროფესიულ გეგმებზე აღნიშნული პროექტი? (1 ქულა)
სააპლიკაციო ფორმაში მოცემული სამოტივაციო წერილი ფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების ეტაპზე აპლიკანტების ქულები თანაბარია.
პროექტის ბენეფიციარები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის ბენეფიციარების თანამშრომლობის პირობებს, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მაგ. კურსიდან საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით გამოთიშვა) პასუხისმგებლობის ზომებს/სახეებს.
კურსის წარმატებით დასრულების, დამატებითი სერვისებით სარგებლობისა და დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისთვის სავალდებულო წინაპირობაა: სალექციო/სამენტორო პროგრამაზე მინიმუმ 70%-იანი დასწრება, პროგრამით გათვალისწინებული შუალედური ტექნიკური დავალებებისა და ფინალური პროექტის შესრულება.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული 18+ წლის ქალები საბაზისო ტექნოლოგიური უნარებით.
მენტორინგის სესია: კვირაში ორჯერ (90 წუთი თითოეული)
პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი:
ეს ვებსაიტის ბმული შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბიზნესისა დ ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში დაანონსებულმა მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აღნიშნული კონკურსის განხორციელების პროცესსა და მის ფარგლებში დაფინანსებული ან მხარდაჭერილი საქმიანობების შესრულებაზე.
