• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

500 ქალი ტექნოლოგიებში

500 ქალი ტექში - საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი მიმდინარეობს

,,500 ქალი ტექში’’ მასშტაბური გადამზადების პროექტი საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას და მათ ჩართულობას. 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შერჩეულ ბენეფიციართა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი: თებერვალი – ივნისი, 2022

  • Front-End დეველოპმენტი; 
  • UI/UX დიზაინი; 
  • გრაფიკული დიზაინი;
  • ციფრული მარკეტინგი; 
  • ციფრული პროდუქტების ტესტირება. 

მეორე ეტაპი: აგვისტო – დეკემბერი, 2022

  • Back-End დეველოპმენტი;
  • ციფრული პროდუქტების ტესტირება;
  • ციფრული მარკეტინგი;
  • გრაფიკული დიზაინი. 

მესამე ეტაპი: დეკემბერი 2022 – აპრილი, 2023

  • ციფრული პროდუქტების ტესტირება;
  • ციფრული მარკეტინგი; 
  • გრაფიკული დიზაინი;
  • UI/UX დიზაინი; 
  • Front-End დეველოპმენტი;
  • Back-End დეველოპმენტი.

გადამზადების კურსებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ დამწყებ კანდიდატებს, ასევე ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების მქონე პირებსაც შემდეგი მიმართულებებით: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი & UI/UX დიზაინი. 

ზემოაღნიშნული კურსების გარდა, პროექტის ფარგლებში კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ:

  • A დონის ინგლისური ენის ინტენსიური კურსები; 
  • B დონის ინგლისური ენის ინტენსიური კურსები. 

ასევე, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კარიერულ ბუთქემფში (30 საკონტაქტო საათი), რომელიც მათ ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენს. 

ბუთქემფის ფორმატში ტრენინგების თემატიკა:

  • ლიდერობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • კრიტიკული აზროვნება; 
  • შესავალი მეწარმეობაში; 
  • ბიზნეს კომუნიკაცია;
  • კარიერული დაგეგმვა;
  • Founders Gap Program.

ბუთქემფის მონაწილე ბენეფიციარებთან, აგრეთვე იმუშავებენ მენტორები, რომლებიც მათ  გაუწევენ კონსულტაციებს კარიერის დაგეგმვისა და შესაბამისი სამუშაოს მოძიების მიმართულებით. 

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა კომპონენტში გადაამზადებენ მონაწილეებს და ითანამშრომლებენ მათთან შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. დღეის მდგომარეობით, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: GITA, TBC, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, Noxtton, B2C, Phubber, Sambrela, Sweeft Digital, Travel Guide,Total Courage – Georgia, GCSD, Concept Digital, UPWAY.

კურსები და მენტორები

საკომუნიკაციო კამპანია: პარტნიორი - Watergunz

პარტნიორი კომპანიები
გადამზადება tech მიმართულებით

5b59e298ae25a
GeoISTQB-logo
Sweeft Digital
epam
logo


სტაჟირება/მენტორშიფი/დასაქმება

5b59e298ae25a
Sweeft Digital
exadel
exactpro logo (2)
12
IMPACT HUB tbilisi
157247880_3016607781896046_2802692513986827375_n
Travel Guide
download
epam
243709069_100222899109392_1891925398610321569_n (1)
Phubber-Logo
B2c
d4424202-5554-4a6f-850a-f3be6db05217

კანდიდატების ზოგადი მიმოხილვა

პროექტის ბენეფიციარების შერჩევა დამწყებ ბენეფიციართათვის, ხორციელდება როგორც თბილისიდან (სარეიტინგო სიიდან შერჩეულთა 40%), ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან (სარეიტინგო სიიდან შერჩეულთა 60%): კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი. 

აპლიკანტთა რეგისტრაციის პერიოდი: 2021 წლის 20 დეკემბრის 2022 წლის 7 იანვარი.

გადამზადების მსურველ აპლიკანტთა ჯამური რაოდენობა: 4000-მდე განაცხადი მთელი საქართველოდან. 

კანდიდატთა შესარჩევი პროცესი წარიმართა სამ ეტაპად:

  • პირველადი რეგისტრაცია და სამოტივაციო შეკითხვები (20 დეკემბერი, 2021 – 7 იანვარი, 2022); 
  • საბაზისო ტექ უნარების ტესტი (17 იანვარი, 2022; ტესტი შედგენილია მეცნიერებათა დოქტორის, ექსპერტის მიერ, 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ფინანსური/ზოგადი მათემატიკის და უნარების სწავლების მიმართულებით); 
  • ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი (31 იანვარი, 2022; ტესტი შედგენილია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოქმედი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენის Placement Test-ის შესაბამისად, ინგლისური ენის მიმართულების ასოცირებული პროფესორის მიერ). 

მაღალი კონკურენციის პირობებში, პროექტის პირველ ეტაპზე, BTU-ს მიერ გადასამზადებლად, სარეიტინგო სიის საფუძველზე, შეირჩა 271 ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დამატებით, კომპანია GeoSTQB-ის მიერ, საერთო სარეიტინგო სიიდან გადასამზადებლად შეირჩა 20 კანდიდატი, რომლებიც გადამზადდებიან ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით.  

კანდიდატები, რომლებსაც უკვე აქვთ ცოდნა ან/და გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის, ეტაპობრივად იქნებიან შერჩეული პარტიორი ორგანიზაციების მიერ და მათ შესახებ სტატისტიკური მონაცემები სისტემატიურად განახლდება BTU-ს ვებ-გვერდზე. 

ბენეფიციართა შერჩევის ეტაპების დეტალური აღწერა

პირველადი ონლაინ რეგისტრაციის გავლის შედეგად ყველა (4000-მდე) კანდიდატს მიეცა შესაძლებლობა გადასულიყო მეორე ეტაპზე და დაეწერა საბაზისო უნარების ტესტი, რომლის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 10 ქულა (მაქსიმალური: 20 ქულა). 

მეორე ეტაპის ტესტი ონლაინ ფორმატში დაწერა 2485-მა კანდიდატმა; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 2296-მა კანდიდატმა. 

შერჩევის მესამე/ბოლო ეტაპი – ტესტირება ინგლისურ ენაში გაიარა 2151-მა პირმა, რომელთაგან 2070-მა კანდიდატმა წარმატებით შეძლო მისი ჩაბარება (მინიმალური კომპენეციის ზღვარი 26 ქულა, მაქსიმალური 75 ქულიდან).

კანდიდატების განაწილება

გადამზადების კურსების სარეიტინგო სიები შედგა შესარჩევი პროცესის სამივე ეტაპის –  სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებული მოტივაციის, საბაზისო უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტების ქულების დაჯამების შედეგად, თბილისი-რეგიონების პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით (ჯამური ოდენობის 40% – თბილისის სარეიტინგო სიის კანდიდატებიდან; ჯამური ოდენობის 60% – რეგიონების სარეიტინგო სიის კანდიდატებიდან).

პირველ ეტაპზე, BTU-ს მიერ განხორციელებული გადამზადების კურსებისთვის შეირჩა 271 ბენეფიციარი, რომლებიც 5 მიმართულებით გაივლიან გადამზადებას: Front-End დეველოპმენტი; UI/UX დიზაინი; გრაფიკული დიზაინი; ციფრული მარკეტინგი; ციფრული პროდუქტების ტესტირება. დამატებით, კომპანია GeoSTQB-ის მიერ, საერთო სარეიტინგო სიიდან გადასამზადებლად შეირჩა 20 კანდიდატი, რომლებიც გადამზადდებიან ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით.  

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, დამატებითი რესურსები მოიზიდა და მხოლოდ BTU-ს მიერ განხორციელებულ გადამზადების კურსებზე, ბენეფიციართა რაოდენობა, იქნება 700. 

700 ბენეფიციარი ჯამში გადამზადდება ეტაპობრივად, 2023 წლის აპრილამდე.  

BTU-ს მიერ, გადამზადების მეორე და მესამე ეტაპზე (მეორე ეტაპი: აგვისტო-დეკემბერი, 2022; მესამე ეტაპი: დეკემბერი 2022-აპრილი 2023) მონაწილეები შეირჩევიან უკვე არსებული სარეიტინგო სიის მიხედვით, რეიტინგის მომდევნო 429 პოზიციაზე მყოფი ქალების სახით.

კანდიდატები, რომლებსაც უკვე აქვთ ცოდნა ან/და გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის, ეტაპობრივად იქნებიან შერჩეული პარტიორი ორგანიზაციების მიერ და მათ შესახებ სტატისტიკური მონაცემები სისტემატიურად განახლდება BTU-ს ვებ-გვერდზე.

ინგლისური ენის ჯგუფების დაკომპლექტება გადამზადების პირველი ეტაპისთვის

ინგლისური ენის ტესტირებაზე მიღებული ქულების შესაბამისად, ბენეფიციარების დაყოფა მოხდა სამ ჯგუფად: 

  • A1-A2 დონე – 26-50 ქულა;
  • B1-B2 დონე – 51-69 ქულა; 
  • C1 დონე – 70 -75 ქულა.

კანდიდატი, რომელმაც ტესტირების შედეგად შეძლო 70 ან/და მეტი ქულის დაგროვება,  მოიხსნა სავალდებულო ინგლისური ენის კურსიდან. სურვილის შემთხვევაში, მაღალქულიანი ბენეფიციარები სასურველ ჯგუფს თავისუფალი მსმენელის სტატუსით დაემატებიან.

BTU-ს მიერ მიმდინარე გადამზადების კურსების პარალელურად, პროექტის პარტნიორი კომპანიები თავიანთი პროფილის/ინტერესის გათვალისწინებით ერთვებიან ბენეფიციართა გადამზადების პროცესსა და სტაჟირება/დასაქმებაში. 

გადამზადების პირველი ეტაპის პარტნიორები არიან:

  • GeoSTQB – გადაამზადებს კანდიდატთა სარეიტინგო სიის მიხედვით გამოცდილების არმქონე 20 კანდიდატს ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით; 
  • TBC – გადაამზადებს გამოცდილების მქონე კანდიდატებს Frontend და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით დამატებითი შიდა კონკურსის შედეგად;
  • Sweeft Digital – კარიერული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადაამზადებს ბენეფიციარებს Frontend, Backend, UI/UX, ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით დამატებითი შიდა კონკურსის შედეგად;
  • Exadel – გადაამზადებს ბენეფიციარებს Backend მიმართულებით დამატებითი შიდა კონკურსის შედეგად.

პროექტის პარტნიორ კომპანიათა რიცხვი სისტემატიურად იზრდება, ამ ეტაპზე, პროექტის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: GITA, TBC, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, Noxtton, b2c, Phubber, Sambrela, Sweeft Digital, Travel Guide,Total Courage – Georgia, GCSD, Concept Digital, UPWAY, რომლებიც პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან ბენეფიციარების გადამზადება/სტაჟირება/დასაქმების პროცესში. 

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ფარგლებში პარტნიორი კომპანიების დამატებაზეც, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს გადაამზადებენ პროექტის დასრულებამდე. 

ხშირად დასმული შეკითხვები:

შერჩევის ეტაპზე მაღალი ქულების მიღების მიუხედავად, რატომ ვერ მოვხვდი პროექტში?

BTU-ს მიერ შემოთავაზებულ თითოეულ ტექ მიმართულებაზე/კურსზე დამწყებთა ჯგუფში არის 40 ბენეფიციარის ადგილი. ჯგუფების დაკომპლექტება ხდება თბილისიდან და რეგიონებიდან შემდეგი პროცენტული განაწილებით: თბილისი – 40%, რეგიონები – 60%. გადამზადების პირველ ეტაპზე, საერთო სარეიტინგო სიის და პროცენტული განაწილების გათვალისწინებით, შეირჩა თითოეული მიმართულებით 40-40 კანდიდატი; სარეიტინგო სიის შემდგომი კანდიდატები განიხილებიან მეორე და მესამე ნაკადებისთვის.

მაქვს გარკვეული გამოცდილება ტექ მიმართულებით და ამის გამო ამ ეტაპზე ვერ მოვხვდი პროექტში ციფრული მარკეტინგის ან/და გრაფიკული დიზაინის კურსზე. რატომ?

გადამზადების პირველ ეტაპზე BTU ციფრული მარკეტინგის და გრაფიკული დიზაინის კურსების მხოლოდ დაწყებით დონეს სთავაზობს აპლიკანტებს; გამოცდილების მქონე აპლიკანტებისთვის შესაბამისი დონის კურსების შეთავაზების მიზნით, უნივერსიტეტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან.

თუ ამ ეტაპზე ვერ მოვხვდი პროექტში, უნდა მქონდეს თუ არა მოხვედრის იმედი შემდეგ ეტაპებზე?

იმ შემთხვევაში, თუ საბაზისო უნარების ტესტსა და ინგლისური ენის დონის დასადგენ ტესტირებაზე მინიმალური კომპენტეციების ზღვრები გადალახეთ, თუმცა სარეიტინგო სიიდან მაინც ვერ მოხვდით პირველი ეტაპის გადამზადებაში, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი კანდიდატურა მეორე და მესამე ეტაპისთვის აღარ განიხილება. მხოლოდ BTU მიზნად ისახავს მეორე და მესამე ნაკადის განმავლობაში დამატებით 227 ადამიანის გადამზადებას, სარეიტინგო სიის მიხედვით. ამას გარდა, საორგანიზაციო გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს პარტნიორი კომპანიებთან ადგილების დამატების მიმართულებით და შესაბამისად გადამზადებულთა საბოლოო რიცხვის გაზრდაზე.

როდის დაიწყება ბექენდის კურსი?

ბექენდის კურსის გავლა შესაძლებელი იქნება მეორე ნაკადის განმავლობაში, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაიწყება და 2022 წლის დეკემბერში დასრულდება.

ვის დავუკავშირდე/მივწერო კითხვების შემთხვევაში?

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფს შემდეგ მეილზე: [email protected]

შემიძლია თუ არა პროექტში თავისუფალ მსმენელად მონაწილეობა?

პროექტში თავისუფალ მსმენელად მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ინგლისურის ენის კურსის ფარგლებში და დონის ცვლილების შემთხვევაში:

  • თუ ინგლისურის დონის დასადგენი ტესტირების შედეგად მოხვდით C1 დონეზე, მოგეხსნათ კურსის გავლის ვალდებულება და თქვენ მაინც გსურთ კურსის გავლა A ან B დონეზე;
  • თუ ინგლისურის დონის დასადგენი ტესტირების შედეგად მოხვდით A დონეზე და გსურთ B დონის ინგლისურის გავლა (დასწრების და ფინალური ტესტის გავლის ვალდებულებით);
  • თუ ინგლისურის დონის დასადგენი ტესტირების შედეგად მოხვდით B დონეზე და გსურთ A დონის ინგლისურის გავლა (დასწრების და ფინალური ტესტის გავლის ვალდებულებით).
რა განსხვავებაა პარტნიორისა და BTU-ს მიერ განხორიელებულ კურსებს შორის?

იმის გათვალისწინებით, რომ პარტნიორი კომპანიები კერძო სექტორის წარმოამდგენლები არიან და სამომავლოდ პოტენციური დამსაქმებლები, პარტნიორების მიერ შემოთავაზებული კურსების გავლა ზრდის დასაქმების შანსებს. პარტნიორი კომპანიები მეტწილად განიხილავენ გამოცდილების მქონე აპლიკანტებს, რომლებსაც ან შედარებით მაღალი დონის და მეტად პრაქტიკულ კურსებს გაატარებენ, ან შესთავაზებენ სტაჟირება/დასაქმებას. ამ შემთხვევაში აპლიკანტი აღარ გაივლის BTU-ს ტექნოლოგიური ინგლისურის კურსს და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას.

BTU-ს მიერ განხორიელებული კურსები მოიცავს როგორც ტექნოლოგიური ინგლისურის კურსს (A ან B დონეს), ისე ტექნოლოგიური მიმართულების კურსს, კარიერულ ბუთქემფს და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინდივიდუალურ მენტორინგს.

რა განსხვავებაა ტექ კურსების პირველ და მეორე დონეს შორის და როგორ ხდება დონეებს შორის კანდიდატების გადანაწილება?
  • პირველი დონე გულისხმობს გამოცდილებას არქონას კონკრეტული ტექ მიმართულებით; 
  • მეორე დონე გულისხმობს ამა თუ იმ ტექ მიმართულებით გარკვეული ცოდნის ან/და სამუშაო გამოცდილების ქონას.
თუ ვერ მოვხვდი პირველ ნაკადში, როდის გავიგებ მეორე ან მესამე ნაკადში ჩემი მონაწილეობის შესახებ?

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხვდით პირველ ნაკადში, მეორე ნაკადში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ 2022 წლის ივლისში, ხოლო მესამე ნაკადში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ 2022 წლის ნოემბერში.

Content Lab – BTU-ს კურსდამთავრებულების სტარტაპი, რომელიც ბიზნესს საქმეს გაუმარტივებს

BTU-ს სტიპენდიანტები

ვებინარი- კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია

Silicon Valley Tbilisi Challenge 2017

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19