უპრეცედენტო პროექტი საქართველოში:10-15 წლამდე ბავშვები სტარტაპ სესიას მართავენ და საკუთარ ინოვაციურ ბიზნეს იდეებს წარმოადგენენ. 
სესიაზე 6 ჯგუფი მონაწილეობს, წარდგენილი იქნება შემდეგი სტარტაპები:
• ,,მეტრი’’ - უძრავი ქონების ღირებულების ონლაინ კალკულატორი;
• ,,CarCare’’ – SOS სიგნალი ავტომობილისთვის;
• ,,მიკრო ოფისი’’ - სმარტ ჯიხური ქუჩებში;
• ,,ფუდბოტი’’ - კალორიის კალკულატორი აპლიკაცია;
• ,,School Book’’ - სკოლის სახელმძღვანელოების ონლაინ პორტალი;
• ,,Serviceland’’ - მომსახურების გამწევი ფრილანსერების პორტალი.

 
მეორე სტარტაპ სესია დასკვნითია BTUKIDS-ის სკოლის პირველი ნაკადის მსმენელებისთვის. მათ გადაეცემათ სერტიფიკატები და ჯილდოები. ღონისძიებას დაესწრება ტექნოპარკის წარმომადგენელი, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება აქვს დამწყები ინოვატორი ბიზნესმენებისთვის.
 
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ჩატარების დროს 6 მაისი 13:00სთ.
 
BTUKIDS სკოლის მეორე ნაკადის მიღება დაიწყება 2017 წლის შემოდგომიდან. დეტალების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე.