ციფრული საწარმოების პრეზენტაცია
პირველად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს გადამზადებას ციფრული მეწარმეობის მიმართულებით. გადამზადება მოიცავს მობილური აპლიკაციების, ვირტუალური რეალობის, კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის მოდულებს, რომლის შედეგადაც წარმოდგენილი იქნება:
• ციფრული მედიისთვის განკუთვნილი 3D გრაფიკაში შექმნილი ვიდეო პროდუქტები;
• მცირე საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისათვის საჭირო მობილური აპლიკაციები;
• მობილური თამაშების დეველოპმენტის პროცესი ვირტუალური რეალობის გამოყენებით
პროექტის ფარგლებში გადამზადდა 85 ბენეფიციარი. 19 მაისს, 12 საათზე, Google კვირეულის ფარგლებში იმართება გადამზადებული ბენეფიციარების მიერ შექმნილი ციფრული პროექტების ექსპოზიცია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მცირე საწარმოთა ციფრული ტრანსოფრმაციის მხარდამჭერი პროდუქტები.
ღონისძიების მონაწილეები წარმოადგეგენ პროექტის მსველობის დროს შექმნილ მობილურ აპლიკაციებს, 3D სოციალური მედია მარკეტინგისთვის შექმნილ ვიდეო მასალას და ვირტუალური რეალობისთვის შექმნილ პროდუქციას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.