• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • ტრენინგები და გადამზადება
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
    • სპეციალური შეთავაზებები
      • BTU აბიტურიენტებისთვის
      • მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
      • დოქტორანტობის კანდიდატებისთვის
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

ახალი ამბები

საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა edX სექტემბრიდან ამოქმედდება

  • Categories ახალი ამბები
  • Date ივნისი 16, 2020

მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი განათლებისა და მეცნიერების პლატფორმა ESx.ge სექტემბრიდან 40–ზე მეტი ახალი, საერთაშორისო კურსით დაიწყებს ფუნქციონირებას. MiniMBA, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის შესახებ, ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების, პოდკასტების და სხვა სახით ხდება ხელმისაწვდომი.

კოვიდ19–ით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ თვალნათლად დაანახა ონლაინ სწავლების ძლიერი პლატფორმების არსებობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ მსოფლიოში ცნობილ Open Edx-ის ბაზაზე ESx.ge–ის შექმნა განსაკუთრებული ღირებულებისა და დატვირთვის მატარებელი ფაქტია. ESx.ge–ის შესახებ IPN-თან  პროექტის პარტნიორმა, BTU AI-ის დამფუძნებელმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დეტალურად ისაუბრა.

რა არის ESx.ge და რა სახის სწავლებას შესთავაზებს ის მსმენელს?

ეს არის გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმაზე დაშენებული ქართული სასწავლო მასალები. მასალას და კურსებს წარადგენენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და გამომცემლობები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ESx.ge-ს სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია აქტიური, საერთაშორისო დონის მეცნიერებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს.

რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ESx.ge–ს გამოჩენა და რატომ?

ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია. ეს პროცესი კოვიდ19–ით გამოწვეულმა პანდემიამ განსაკუთრებით დააჩქარა. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. საგანმანათლებლო სფეროსთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და აქ საუბარია არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე, არამედ ზოგად და პროფესიულ განათლებაზეც, სხვადასხვა სატრენინგო კურსებზე. საქართველომ აუცილებლად უნდა აუწყოს ფეხი ამ პროცესს და დღეს ეს არ არის არჩევანი. ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ, რადგან განათლების ტრადიციული ფორმით მიწოდება შეუძლებელი ხდება. დღეს ონლაინსწავლების ზრდის მაჩვენებელი იმაზე დიდი, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გაჩნდა საერთაშორისო ბაზარზე უკვე მიღებული და მოწინავე სისტემა, რომელზეც დაშენდა ქართული პლატფორმა.

რა კურსები იქნება ხელმისაწვდომი ESx.ge–ზე?

ESx.ge პლატფორმაზე ეტაპობრივად გაიხსნება უნიკალური კურსები ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით: ელ.ვაჭრობის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ხელოვნური ინტელექტის სამართალი, ინტერნეტ სამართალი და ა.შ. რომელიც ქართულ ენაზე მომხმარებლისთის პირველად ხდება ხელმისაწვდომი და განკუთვნილია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პირთათვის. პირველი კურსი, რომლითაც ESx.ge სექტემბრიდან ხდება ხელმისაწვდომი, არის MiniMBA – სრულად ავტომატიზებული კურსი საქართველოში.

მუდმივად გაიზრდება ჩვენი პარტნიორების რიცხვი, რომლებიც კონტენტის პროვაიდერები იქნებიან და შესაბამისად, გამრავალფეროვნდება შეთავაზებული კურსებიც.

წარმოდგენილი იქნება მულტიმედიური საგანმანათლებლო მასალა და ეს არ არის მხოლოდ რიდერები. განთავსებული იქნება პოდკასტები, ვიდეოლექციები, სტატიები, სამეცნიერო პუბლიკაციები, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი. ეს ყველაფერი, როგორც ერთიანი მულტიმედიური სივრცე, ცალკეული კურსების ფარგლებში შეთავაზებული იქნება მომხმარებლისთვის.

ვფიქრობთ, რომ ის სასწავლო მასალები, რომელიც მსოფლიოში ითვლება სასწავლო სტანდარტად მარკეტინგში, მენეჯმენტში, საინფორმაციო ტექნოლოგებში შევთავაზოთ ქართულ აუდიტორიას იმავე ფორმით, როგორც ამას მსოფლიოში აკეთებენ. ამიტომ პარტნიორთა ქსელის გაფართოება არის ეხლა უმთავრესი, რომ შევძლოთ მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება.

თქვენ მიერ აღნიშნული MiniMBA პირველი სრულად ავტომატიზებული კურსია საქართველოში. რამდენად გამართლებულია კურსი ადამიანური რესურსის პროცესში მონაწილეობის გარეშე და ქართული საზოგადოება როგორ მიიღებს მას?

კურსი განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გამოყენებით, ადამიანური რესურსის სალექციო პროცესში მონაწილეობის გარეშე. კურსი აერთიანებს მოდულებს მენეჯმენტის, ინოვაციური მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც გაუძღვება AI ავატარი – პირველი, ქართულენოვანი ციფრული ლექტორი. ავატარის მიერ წარიმართება ლექციები, სასემინარო აქტივობები შესაბამისი დავალებებით, ჩატარდება ვებინარები. ავტომატიზირებული კურსის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც აღრმავებს აღნიშნულ სფეროებში თეორიულ ცოდნას და მონაწილეს უვითარებს პრაქტიკულ უნარებს წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სრული კურსის წარმართვა ტრენერის მონაწილეობის გარეშე, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ხდება.

თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ კურსის შექმნაში ადამიანური რესურსი არ მონაწილეობს. პირიქით, ძალიან დიდი ადამიანური რესურსი მუშაობს შინაარსობრივ მხარეზე, რომ თემები დალაგდეს, შეფასების სისტემა გაიმართოს და ასე შემდეგ. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანების მიერ მომზადებულ მასალას წაიკითხავს ავატარი და ის ჩაატარებს ლექციებს.

ეს მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში და საქართველოში ჩვენც შევქმენით ჩვენი BTU ავატარი. ის ჯერ–ჯერობით ლექციებს სოციალური მედიის არხების გამოყენებით ატარებს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განათლების სფეროში ძალიან მზარდი და პერპექტიულია. ის მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების კომპონენტის მხრივაც. მაგალითად, ახლახანს საერთაშორისო ორგანიზაციასთან Save The Children-თან ერთად დავიწყთ ინკლუზიური განთლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს ვთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის მიერ წაკითხულ სხვადასხვა ლიტერატირას.

ვის შეეძლება ზემოთაღნიშნულ MiniMBA და ESx.ge–ის სხვა კურსებზე სწავლა?

კურსზე სწავლა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. ერთ შემთხვევაში დარეგისტრირებული მსმენელები შეძლებენ გაეცნონ კურსის ფარგლებში ატვირთულ მასალას და შეისწავლონ ის თავისი სურვილის მიხედვით. წარმოდგენილ მასალაზე არის ღია წვდომა და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო სფეროში გაიაროს ონლაინ პროგრამები, ჰიბრიდული პროგრამები, თვითგანვითარების პროგრამები, ინსტუქტორის მიერ გამართული პროგრამები ან/და სასერტიფიკატო პროგრამები. საგანმანათლებლო მასალა შექმნილია როგორც კლასიკური სწავლების, ასევე თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების შესაძლებლობლების სრული გამოყენებით.

მეორე მხრივ კი თუ სურვილი ექნებათ, სიღრმისეულად შეისწავლონ კურსი და შესაბამისი სერთიფიკატიც მიიღონ, მათ მოუწევთ შემაჯამებელი ტესტირების გავლა. პლატფორმა ასევე ძალიან მოქნილია სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შიდა სასტრენინგო მასალები გააჩნიათ და თავისი გუნდის დატრენინგება სურთ.

სწორედ ამიტომ თამამად ვაცხადებთ, რომ ეს პლატფორმა არ არის მხოლოდ სტუდენტებისთვის. ეს არის ნებისმიერი ადამიანისთვის სწავლის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საუკეთესო შესაძლებლობა. რაც მთავარია, მრავალფეროვანია კურსები. მაგალითად, ახლახანს დაგვემატა ფერმერთა ასოციაციის მიერ გენერირებული საგანმანათლებლო პროდუქტი, რომელიც მოიცავს მეხილეობას, მებოსტნეობას, მეფრინველეობას. ეს ფერმერებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ძალიან საინტერესო პროდუქტია.

როგორია ESx.ge–ის გეგმები?

პირველი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება. ჩვენი მიზანი და გეგმაა, რომ მაქსიმალურად ბევრი კურსი შევთავაზოთ მსურველებს. ამისთვის კი ახალი პარტნიორების შეძენაა საჭირო. ამ ეტაპზე ESx.ge პროექტის პარტნიორები არიან: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და BTU AI, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პალიტრა ჯგუფი და გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია სილქნეტი და სილქTV, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა.

  • Share:
magda

Previous post

BTU-ს სტუდენტი აპლიკაციის კონკურსის ფინალისტია
ივნისი 16, 2020

Next post

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა edX სექტემბრიდან 40-ზე მეტი კურსით ამოქმედდება
ივნისი 16, 2020

You may also like

276122891_1582309852153280_4962124721928552073_n
ეკონომიკის ისტორია & პანდემიები, ომები და ფინანსური ბაზრები
1 ივლისი, 2022
Newsletter
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი | Newsletter 2022
30 ივნისი, 2022
ladosirdadze
BTU-ს ასოცირებული პროფესორის სწავლების მეთოდებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მოიპოვა
27 ივნისი, 2022

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ამერიკის Webster ის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მეცნიერთა ხელშეწყობისა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, BTU ყოველწლიურ პრემიას აწესებს.

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც ერთიანდება, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სრული წევრი გახდა

უსაფრთხო ინტერნეტის დღე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19