
პერსონალის საერთაშორისო კვირეული BTU-ში
- თარიღი ოქტომბერი 28, 2022
- კატეგორია ახალი ამბები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ა/წ 24-28 ოქტომბერს პერსონალის მესამე საერთაშორისო კვირეულს ფიზიკურ ფორმატში უმასპინძლა.
5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის 9 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ BTU-ს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გაეროს გლობალური შეთანხმების, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Phubber-ის მიღწევებს და საუკეთესო პრაქტიკებს ლოკალურ და რეგიონულ დონეზე.
ინტერნაციონალიზაცია, მეწარმეობა, კარიერული განვითარება, ინდუსტრიასთან კოლაბორაცია, ერთობლივი კვლევები, მწვანე ტექნოლოგიები და ტექნოლოგიების ტრანსფერი, მდგრადობა და ციფრული ტრანსფორმაცია ის მიმართულებებია, რომლებიც საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იქნა განხილული.
მსგავსი ინფორმაცია
BTU-ს პროექტი „სამეცნიერო დიალოგი – სკოლიდან უნივერსიტეტამდე“
ოქტომბერი 21, 2026
BTU-მ საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის პირველი წლის შედეგები წარადგინა.
ოქტომბერი 14, 2026
BTU-მ AI აგენტების აკადემია შექმნა
ოქტომბერი 6, 2026