თამარ კბილაძე
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი თამარ კბილაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. აქვს მაღალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება საჯარო და ფინანსურ სექტორებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. 2019-2021 წლებში იყო კობლენცის (გერმანია) უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. არის არაერთი ტრენინგკურსის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში. არის ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ ,,ეკონომიკის” რეცენზენტი, ევროკომისიის გრანტის მფლობელი (2-ჯერ). 2015 წელს ქ. პარიზში გამართულ კონფერენციაზე ,,ეკონომიკა, საზოგადოება და მენეჯმენტი’’, რომელიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, მისმა მოხსენებამ ,,ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის თეორიული და ემპირიული საფუძვლები საქართველოში’’ გაიმარჯვა ნომინაციაში ,,სესიის საუკეთესო მოხსენება. აქვს პატენტი მონოგრაფიაზე: ახალი საგადასახადო პარადიგმის ფორმირების თეორიულ – მეთოდოლოგიური და ემპირიული ასპექტები. არის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი , პრაღა, ჩეხეთი 2016 –დან დღემდე, ასევე საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის (IEDRC) სარედაქციო კომიტეტის წევრი.
თამარი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.