Back
qetevan-gochitashvili

ქეთევან გოჩიტაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან გოჩიტაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია აკადემიური წერის მიმართულებით. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე, 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 18 სახელმძღვანელოსა და ლექსიკონის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის აკადემიურ წერაში. მისი რედაქტორობით გამოცემულია 80-მდე წიგნი.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ტემპუსის, ეუთოს ეუკის, ღია საზოგადოება – საქართველოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. არის თანაავტორი ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონისა (რუსთაველის სამეცნიერო ფონდი).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.